აჩრდილი დადის თბილისში, ველოსიპედის აჩრდილი. ჩვენი ქვეყნის მთელი ძალები გაერთიანდნენ ამ აჩრდილისათვის ქება-დიდების მისაგებად: გარემოსდამცველები და უბრალო მოქალაქეები, ეკლესია და პოლიტიკური პარტიები, ახალგაზრდები და ხნიერები, ქალაქის მერი და პრეზიდენტი... უფრო მეტიც, - ველოსიპედი მთელმა დასავლურმა სამყარომაც აღიარა... დროა უკვე, ქართველმა ველოსიპედისტებმა მთელი მსოფლიოს წინაშე ღიად ჩამოაყალიბონ თავიანთი შეხედულებები, მიზნები, მისწრაფებები და ველოსიპედის აჩრდილზე ქალაქში მოარულ ზღაპრებს დაუპირისპირონ თვით ველოსიპედისტების პარტიის მანიფესტი. ამისათვის სულ მალე ქართველი ველოსიპედისტები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეიკრიბებიან ქ. თბილისში, სადაც ისინი შეადგენენ "მანიფესტს," რომელიც გამოქვეყნდება ქართულ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ოსურ და აფხაზურ ენებზე. ქვემოთ, სპეციალურად "ლიბერალის" მკითხველისათვის და მათთვის ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად, მოყვანილია ამ შეხვედრაზე განსახილველად მომზადებული აუცილებელი საკითხების (ძირითად დოკუმენტში საკითხები იყოფა ძირითად, მნიშვნელოვან, აუცილებელ და არააუცილებელ კატეგორიებად) ძალიან (ძალიან!) შემოკლებული სია (შეხვედრაზე განსახილველად მომზადებული საკითხების სრული ჩამონათვალის გასაცნობად მიმართეთ "ლიბერალის" მთავარ რედაქტორს, ქალბატონ შორენა შავერდაშვილს).

საკითხები, მათი უკეთ და მოხერხებულად შესწავლის მიზნით, გაერთიანებულია თემატურად. ველოსიპედი და ქალაქური სივრცე: ა) ველოსიპედი ქალაქში მოკლე დისტანციებზე გადაადგილების ყველაზე მოსახერხებელი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია; ბ) საქართველოს ქალაქების სივრცე ნელ-ნელა უნდა მოერგოს ველოსიპედისტების მზარდი ნაკადის მოთხოვნილებებს; გ) კვირაში ერთი დღე საქართველოს ყველა დიდ და მოზრდილ ქალაქში უნდა გამოცხადდეს "ველო-დღედ"; ველოსიპედი და ოჯახი: ა) ველოსიპედი უნდა იდგეს ყველა მოქალაქის ავტოფარეხში და ველოსიპედზე უნდა იჯდეს ყველა მეტ-ნაკლებად ჯანმრთელი მოქალაქე; ბ) დაისაჯოს ყველა მშობელი, ვინც ბავშვს "დედა, ველოსიპედი მიყიდე, რაა!" მოთხოვნაზე უარს ეტყვის; ველოსიპედი და ხელისუფლება: ა) ქალაქის ახლანდელი და შემდგომი მესვეურები ვალდებულები არიან, კვირაში ერთხელ მაინც ველოსიპედით გამოცხადდნენ სამსახურში (დღეების რაოდენობა შეიძლება, გაიზარდოს); შ) განიხილოს საკითხი მომავალში ქვეყნის პრეზიდენტის დაჯავშნული მანქანიდან ველოსიპედზე გადასმის შესაძლებლობის შესახებ; ველოსიპედი და განათლება: ა) ველოსიპედის სარგებლობის შესახებ განათლება აკვნიდანვე იწყება; ჟ) მანდატურებს ეკრძალებათ პოტენციურად "შატალისტი" ბავშვებისათვის ველოსიპედების საბურავების მალულად დაშვება; ველოსიპედი და მძღოლები: ა) კარგი ველოსიპედისტი მკვდარი ველოსიპედისტი არაა!; ს) ველოსიპედისტებსაც უნდა ჰქონდეთ მძღოლების შეგინების უფლება; ველოსიპედი და რწმენა: ა) ველოსიპედის მართვის შესწავლა აუცილებელია ყველა აღმსარებლობის მოქალაქისთვის (ბუდისტებისთვისაც); ზ) ტრავმების თავიდან ასაცილებლად ველოსიპედისტებისათვის აკრძალული უნდა გახდეს მ ა რ თ ვ ი ს დ რ ო ს ეკლესია-მონასტრებთან, მეჩეთებთან, სინაგოგებთან, აშრამებთან თუ სხვა რელიგიურ დაწესებულებებთან (მაგალითად, საეკლესიო მაღაზიებთან) ნებისმიერი სახის რელიგიური რიტუალის შესრულება; ჰ) ველოსიპედების და აღჭურვილობის კურთხევა დაშვებული უნდა იყოს; ველოსიპედი და სამოქალაქო პროტესტი: რ) ყველა პოლიტიკური პარტიის წევრებს აქვთ ველო-მიტინგების თუ სხვა სახის ველო-საპროტესტო აქციების მოწყობის უფლება; უ) აკრძალულია ველო-აქციებზე წასასვლელად მომზადებული მოქალაქეებისათვის ველოსიპედების მოპარვა; ველოსიპედი და პოლიცია: დ) დიდ ქალაქებში აუცილებელია ველო-პოლიციის დანაყოფების შექმნა; ლ) უნდა შეიქმნას ჩამორთმეული ველოსიპედების საჯარიმო სადგომი; ველოსიპედი და გეი-კულტურა: შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს წარმოადგენს ველოსიპედისტთა კლუბი "გეინავარდება ველოსიპედით;" ველოსიპედი და ეროვნული ტანსაცმელი: ჯ) ველოსიპედზე ჩოხაში დაჯდომა დაშვებულია; ყ) შოტლანდიელი ტურისტებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე აუცილებელია ქვედა საცვლის ტარება; ველოსიპედი და მისი ქართველი პიონერები: ა) დაიდგას პირველი ქართველი ველოსიპედისტების ძეგლი დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში; ველოსიპედი და პროსტატიტი: საკითხს განიხილავს პროსტატის კიბოთი დაღუპული ველოსიპედისტის ბატონ გ.მ.-ს სახელობის ქვეკომიტეტი; ველოსიპედი და ჩინური ენის შესწავლის აუცილებლობა: ამ ეტაპზე შეხვედრა ამ საკითხის განხილვას აუცილებლად არ მიიჩნევს; ველოსიპედი და ქართველი ველოსიპედისტების შესაძლებელი ლოზუნგები: "ველოსიპედისტი ველოსიპედისტის ტყავს არასდროს დახევს!" "ველოსიპედისტებო მთელი ქვეყნისა, შეერთდით!"ს