2011 წელს მანდატურები კერძო სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებშიც გამოჩნდებიან. ამ ინფორმაციას განათლების მინისტრიც ადასტურებს: „როცა მზად ვიქნებით, მანდატურები კერძო სკოლებშიც აუცილებლად შევლენ," აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა.

ეს ინიციატივა მთავრობის წევრებმა გაახმაურეს. ტელეკომპანია „რუსთავი2"-თან ინტერვიუში , საპარლამენტო უმრავლესობის მდივანმა, გიორგი ხუროშვილმა განაცხადა, რომ მანდატურების ინსტიტუტი საჯარო სკოლებში იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მათი შეყვანა კერძო სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში 2011 წელსვე მოხერხდება.
ამ ინიციატივის განხილვას პარლამენტში , ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებზე მსჯელობის დროს აპირებენ.
საჯარო სკოლებში მანდატურები 2010 წლის აპრილში შევიდნენ. ამ დროისათვის, თბილისისა და საქართველოს დიდ ქალაქებში რვაასამდე მანდატური მუშაობს.