ლიკანის ცნობილ სანატორიუმს, ყოფილ "მეოთხე სამმართველოს" დამსვენებლები, უკვე მესამე წელია, არ ჰყოლია. 40 ჰექტარზე გაშლილ სანატორიუმში აბალახებული ნანგრევები და გამოცარიელებული ფანჯრები ჩანს. ღობის მიღმა შედარებით მოვლილად გამოიყურება ყოფილი სანატორიუმის მხოლოდ ერთი მხარე, დაახლოებით 7 ჰექტარი ტერიტორია, სადაც რომანოვების ყოფილი სასახლე მდებარეობს და ახლა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული. ტურისტებისთვისაც და ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც ყოფილი სანატორიუმის ორივე ნაწილში შესვლა აკრძალულია. ტერიტორიის აბსოლუტური მფლობელი დღეს ყაზახური კომპანია "ყაზმუნაიგაზ-სერვისია".
ლიკანის სანატორიუმი 2006 წელს, აუქციონისა თუ ტენდერის გარეშე, ათ მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 21 აპრილის #210 განკარგულების თანახმად, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მთლიანი წილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, პირდაპირი მიყიდვის წესით, შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა "ყაზმუნაიგაზ-სერვისს" გადასცა. "ყაზმუნაიგაზ-სერვისთან" გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიის მფლობელობაში გადავიდა სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე აგარაკები, სამკურნალო კორპუსი, სასადილო-კლუბი, სხვადასხვა დამხმარე ნაგებობა და მეურნეობა. ხელშეკრულებით გამყიდველმა _ ეკონომიკის განვითარების სააგენტომ მყიდველს სამკურნალო- გამაჯანსაღებელი კომპლექსის რეაბილიტაცია დააკისრა. თუმცა სანატორიუმის ამოქმედების კონკრეტული თარიღი მითითებული არ ყოფილა. ამიტომ რეაბილიტაციის პროცესის დასრულების ვადებზე ქართული მხარე ინვესტორს ვერ შეედავება.
2007 წლის თებერვალში "ყაზმუნაიგაზ-სერვისმა" კომპლექსის რეკონსტრუქციისთვის მზადება დაიწყო. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის სამსახურის მთავარი არქიტექტორი ალეკო ნოზაძე განმარტავს, ჯერ უნდა გაკეთებულიყო და დამტკიცებულიყო ესკიზი, რის შემდეგაც კონკრეტულად განისაზღვრებოდა შენობების პარამეტრები, დასაცავი ფორმების ჩამონათვალი და სხვა პირობები.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილისთვის გაგზავნილ წერილში, ყაზახური მხარე პირობას დებდა, რომ ძირითად სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს 2007 წელს დაასრულებდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვახტანგ მაისურაძის თქმით, ახალმა მეპატრონემ ესკიზი 2006 წლის ზაფხულში წარმოადგინა, მაგრამ, არქიტექტურული შეუსაბამობის გამო, ის დაიწუნეს. “ვთხოვეთ, გაეთვალისწინებინათ ჩვენი შენიშვნები, მაგრამ ამის შემდეგ მათგან ინიციატივა აღარ ყოფილა", - აცხადებს ვახტანგ მაისურაძე.
"ყაზმუნაიგაზ-სერვისთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ სანატორიუმის ახალ მფლობელს უფლება ჰქონდა, კომპლექსის აღდგენა-რეაბილიტაციის მიზნით, ტერიტორიაზე განთავსებული შენობები დაენგრია. ინვესტორი ისტორიულ ნაგებობას არც შეხებია, მაგრამ დანგრეულია სასადილო-კლუბი, პირველი ადმინისტრაციული და მესამე კორპუსი. ხელშეკრულების ბუნდოვანი პირობების გამო, გაურკვეველია, ინვესტორის ეს გადაწყვეტილება უკანონო იყო თუ არა.
2007 წლის 6 სექტემბერს მინისტრის მოადგილემ, კახა დამენიამ შპს "ყაზმუნაიგაზ-სერვის საქართველოს" დირექტორისგან მომდევნო წერილი მიიღო, რომლის მიხედვითაც, ლიკანის საპროექტო დოკუმენტაცია ტექნიკური მზადების პროცესში იყო და თვენახევარში დასრულდებოდა.
მას შემდეგ წელიწადი და რვა თვე გავიდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა. სანატორიუმი კვლავაც დახურულია. მშენებლობა - შეჩერებული, თანამშრომლების უმრავლესობა - დათხოვნილი. ინვესტიციებზე და სანატორიუმის რეაბილიტაციის გეგმებზე შპს "ბორჯომი-ლიკანის" ახალი მეპატრონეები არ საუბრობენ. სანატორიუმიდან დათხოვნილი თანამშრომლების შესახებ კი ეკონომიკის განვითარების სამინისტროსთვის მიწერილ წერილში აღნიშნავენ, რომ პერსონალის რაოდენობის შემცირება საქართველოს შრომის კანონის შესაბამისად მოხდა.
ხელშეკრულების მიხედვით, ახალ მეპატრონეს, თანამშრომელთა გათავისუფლების შემთხვევაში, თითოეული მუშაკისთვის კომპენსაცია ხელფასის სამმაგი ოდენობით უნდა გადაეხადა. ყოფილი თანამშრომლების თქმით კი, მათ 2006 წლის ივნისის დასაწყისში ახალი, სამთვიანი ხელშეკრულებები გაუფორმეს, რომელთა ვადის გასვლის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს. შესაბამისად, კომპენსაციის მიღების იურიდიული საფუძველი აღარ დარჩა.
სანატორიუმის ყოფილი ექთანი ემა დავითაძე აცხადებს: "საპროტესტო აქციაც მოვაწყვეთ, მაგრამ არავინ მოგვისმინა. მესამე წელია, უმუშევარი ვარ".
სანატორიუმის პოლიკლინიკის ყოფილი გამგის, ექიმი დოდო გიუაშვილის თქმით: "ეს ერთადერთი სანატორიუმი იყო საქართველოში, რომელიც ყოველდღე მუშაობდა და თაობების მანძილზე ტრადიციული დამსვენებელი ჰყავდა. 2006 წლის მაისში ჩამოვიდნენ ახალი მეპატრონეები, ჩაგვიტარეს საერთო კრება და გვითხრეს, რომ შეგვიქმნიდნენ საუკეთესო პირობებს, გაგვიშვებდნენ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ოქტომბრიდან მათი განწყობა რადიკალურად შეიცვალა. კვლავ ჩაგვიტარეს კრება და გვითხრეს, რომ ჩვენი ხელშეკრულებების ვადა ამოწურულია და დაგვემშვიდობნენ. მეორე დღეს თანამშრომლები ჭიშკარშიც აღარ შეგვიშვეს".
დაიშალა შპს "ბორჯომი-ლიკანის" ბალანსზე არსებული მსხვილფეხა საქონლის და ფუტკრის მეურნეობაც. "გვქონდა ბაღი და სათბურები; ჯერჯერობით აღარც ისინი ფუნქციონირებს", - აღნიშნავს "ბორჯომ-ლიკანის" დირექტორის ყოფილი მოადგილე გოგი მიქელაძე.
სანატორიუმის დახურვით მთელი ბორჯომი დაზარალდა. უმუშევარი დარჩა 200-მდე ადამიანი, შემოსავალი დაკარგეს იმ ლიკანელებმაც, რომლებიც სანატორიუმის მეზობლად ბინებს სეზონურად აქირავებდნენ. დამსვენებელთა ნაკადის შეწყვეტამ აგრარული ბაზრისა თუ მაღაზიების საქონელბრუნვაზეც იმოქმედა. "კომპლექსის დაკეტვის შემდეგ მთელი ლიკანი მშიერია. ვისაც საშუალება არ ჰქონდა, რომ სანატორიუმში დაესვენა, გარშემო ქირაობდა სახლს, სამკურნალოდ კი სანატორიუმში დადიოდა. დღეს მიმდებარე აგარაკებზეც აღარავინ მოდის დასასვენებლად", - აცხადებს სანატორიუმის ყოფილი ექთანი ემა დავითაძე.
ლიკანის მკვიდრი გოდერძი მელიქიძე კი დასძენს: "სანატორიუმის ტერიტორიაზე ახალი არაფერი შენდება. დანგრეული კორპუსების ადგილზე ბალახია ამოსული. ახლა გავიგე, რომ იმ აგარაკების გახსნას აპირებენ, რომლებიც არ დაუნგრევიათ". ასეთივე ინფორმაცია აქვს სანატორიუმის დირექტორის ყოფილ მოადგილესაც: "ჩემი ინფორმაციით, მეორე და მეოთხე აგარაკებს არემონტებენ და დამსვენებლების მიღებას აპირებენ. იქ 30-35 ადამიანი დაეტევა", - აცხადებს გოგი მიქელაძე.
დახურვის შემდეგ სანატორიუმში 30-მდე ძველი თანამშრომელი დარჩა, ძირითადად - დაცვის წევრები, ბუღალტერი და მეეზოვე. ნუგზარ ოსეფაშვილი ერთ-ერთია, ვინც შპს "ბორჯომ-ლიკანში" დღემდე მუშაობს. პროფესიით ექიმს, სამედიცინო საკითხებში მრჩეველის თანამდებობა უკავია. "30 წელია, რაც აქ ვმუშაობ. სანატორიუმი დაკეტილია და ცხადია, დატვირთული არ ვარ. გახსნას ჯერჯერობით არ აპირებენ. მეტს ვერაფერს გეტყვით, დირექტორს მიმართეთ", - განაცხადა სამსახურიდან გამოსულმა.
სანატორიუმის ტერიტორიაზე აღარც ბორჯომის მინერალური წყალი მოდის. "წყალი მაინც რომ იყოს გარეთ გამოყვანილი, ჩვენ სახლებში მივიღებდით დამსვენებლებს“, - აცხადებს ლიკანელი გოდერძი მელიქიძე.
სანატორიუმის ტერიტორიაზე, ბიუვეტში წყლის შეწყვეტას სააქციო საზოგადოება "ბორჯომმინწყლების" დირექტორი ვახტანგ შარაშენიძეც ადასტურებს. "ყოფილი მეოთხე სამმართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს 59-ე ჭაბურღილი, რომლითაც სანატორიუმი ბორჯომის წყლით მარაგდებოდა. ეს ინფრასტრუქტურა დღესაც არსებობს, უბრალოდ, სანატორიუმი არ ფუნქციონირებს და ამის გამო წყლის გაშვებას აზრი არ აქვს".
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვახტანგ მაისურაძე აღნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, ინვესტორმა ინვესტიციის ჩადება ჯერჯერობით ვერ მოახერხა და ამიტომ რაიონისთვის სანატორიუმის პრივატიზებას არანაირი სიკეთე არ მოუტანია: "პრობლემები გაცილებით მეტი დაგროვდა, ვიდრე სიკეთე. ამ ეტაპზე იქ არაფერი კეთდება. დაზარალდა აწყობილი ტურისტული სქემა. სამწუხაროდ ახალ მეპატრონეებს ბორჯომის მუნიციპალიტეტთან კონტაქტი არ აქვთ. არც მათი გეგმების შესახებ ვიცით რამე. ხან შესაძლო გაყიდვაზე საუბრობენ, ხან ახალი პროექტის წამოწყებაზე".
კითხვაზე, თუ რატომ გაუმარტივა ქართულმა მხარემ ვალდებულებები ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტის მყიდველს, როგორიც ლიკანის სანატორიუმი იყო, ეკონომიკის განვითარების სამინისტროში პასუხობენ, რომ ინვესტორის შერჩევის კრიტერიუმები და პირობები საქართველოს პრეზიდენტმა დაადგინა. ვინაიდან "ყაზმუნაიგაზ-სერვისისთვის" არც ინვესტიციის კონკრეტული თანხით განხორციელების ვალდებულება დაუკისრებიათ, სამინისტროსთვის არც ჩადებული ინვესტიციების რაოდენობის ზუსტი მონაცემებია ცნობილი. თუმცა, სამინისტროში ადასტურებენ, რომ ახალმა მფლობელმა საპრივატიზებო ღირებულება სრულად (10 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში) გადაიხადა.
ხელშეკრულების მიხედვით, "ყაზმუნაიგაზ-სერვისი" ეკონომიკის განვითარების სამინისტროს წელიწადში ერთხელ აწვდის ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობის და გეგმების შესახებ. ბოლო ოფიციალური წერილი 2008 წლის დეკემბერში ახალმა მინისტრმა ლაშა ჟვანიამ მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესშია.
შემდეგ წერილს სამინისტრო, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს მიიღებს. მანამდე კი ბორჯომსა და მის დამსვენებლებს ლიკანის ჩარაზულ და ნახევრად დანგრეულ სამკურნალო-გამაჯანსაღებელ კომპლექსთან ლიოვას ცნობილი ნამცხვრებიღა აკავშირებთ. ეს ნამცხვრები კვლავაც სანატორიუმის ტერიტორიაზე ცხვება და მათი ყიდვა ბორჯომის სავაჭრო ქსელშია შესაძლებელი.