Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

LIVE ► ახალციხე-ადიგენი - საპარლამენტო არჩევნების მე-2 ტური

29 ოქტომბერი 2016

ახალციხისა და ადიგენის #44-ე საარჩევნო ოლქში დღეს საპარლამენტო არჩევნების მე-2 ტური იმართება. საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი და „ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი კოპაძე იბრძვიან. ვაშა ჩიტაშვილი: განათლება: საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლა, იურისტი სამუშაო გამოცდილება: 1984 - 1985 წწ - სოფ. ვალეს მახარაძის სახ. კოლმეურნეობის წევრი 1985 - 2004 წწ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2004 - 2008 წწ - საქართველოს პროკურატურა, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე 2008 - 2008 წწ - ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი 2008 - 2008 წწ - სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი 2008 - 2012 წწ - სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი 2012 - დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კოპაძე: გიორგი კოპაძე დაიბადა 1960 წლის 28 თებერვალს, ქალაქ ახალციხეში. 2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2014 წლის მარტიდან პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეა. სხვადასხვა დროს მუშაობდა სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე არხის“ დირექტორად, ახალციხის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ, ახალციხის საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარედ, ახალციხის ქალაქვაჭრობის სასაწყობო მეურნეობის უფროსად, ახალციხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის სანერგე მეურნეობის აგრონომად და ამავე ტექნიკუმის ბრიგადირად. ფლობს რუსულ და სომხურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი. ცესკოს მონაცემებით, პირველი ტურის შემდეგ ახალციხე-ადიგენის ოლქში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ვაჟა ჩიტაშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 44,07% გიორგი კოპაძე - „ქართული ოცნება" - 39,65% ნუგზარ პარუნაშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი - 6,37% შალვა გოგოლაძე - „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები" - 3,46% ნიკოლოზ ინასარიძე - „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" - 1,91% ტარიელ ხაჩიძე - „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო" - 1.7% ბესიკ ხითარიშვილი - „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" - 1.55% ზურაბ პაქსაძე - „ჩვენები - სახალხო პარტია" - 0.66 გოდერძი კუბლაშილი - „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" - 0.61%
  • 02:21

    ახალციხის 35 უბნიდან ენმ-მა მხოლოდ მე-9 და 31 უბანი მოიგო. საბოლოო მონაცემებით შეგახსენებით, რომ პირველი ტურში ხმათა უმრავლესობა 44.07% ვაჟა ჩიტაშვილმა მიიღო, ხოლო გიორგი კოპაძემ 39.65%. 

    წინასწარი მონაცემებით ახალციხე/ადიგენის ოლქში გიორგი კოპაძემ გაიმარჯვა

  • 22:51

    ახალციხის ოლქის 35 უბნიდან 8 უბანში ხმის დათვლის პროცესი დასრულდა. ყველა უბანზე „ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს. შედეგები ასე განაწილდა:

    11-ე უბანი 

    გიორგი კოპაძე - 156 

    ვაშა ჩიტაშვილი - 48 

    25-ე უბანი 

    გიორგი კოპაძე - 198
    ვაჟა ჩიტაშვილი - 127

    26-ე უბანი 

    გიორგი კოპაძე 217
    ვაჟა ჩიტაშვილი 29

    34ე უბანი

    გიორგი კოპაძე 203
    ვაჟა ჩიტაშვილი 85

    35ე უბანი

    გიორგი კოპაძე 327
    ვაჟა ჩიტაშვილი 102

    მე13 უბანი

    გიორგი კოპაძე 215
    ვაჟა ჩიტაშვილი 74

    მე-18 უბანი
    კოპაძე - 490 

    ჩიტაშვილი - 121

    მე19 უბანი

    კოპაძე 221

    ჩიტაშვილი 54

    27ე უბანი

    კოპაძე - 603
    ჩიტაშვილი - 186

    მე20

    კოპაძე 272
    ჩიტაშვილი 101

     21ე

    კოპაძე 186
    ჩიტაშვილი 469

  • 19:41

    ახალციხის მე-4 საარჩევნო უბნის შენობაში მოქალაქეები მაინდენტიფიცირებელი ბედჯის გარეშე იმყოფებიან. 

    უბნის კომისიის თავმჯდომარემ „ლიბერალს" უთხრა, რომ მთელი დღის განმავლობაში პროცესი მშვიდ პირობებში, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა და აგიტაციას ადგილი არ ჰქონია. 

    თუმცა, კომისიის თავმჯდომარე უბნის შენობაში უცხო პირთა ყოფნით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც „ლიბერალმა" მათზე მიუთითა. 

    აღნიშნული პირები არ პასუხობენ „ლიბერალის" კითხვას, თუ ვინ არიან და რას აკეთებენ საარჩევნო უბანზე მაინდენტიფიცირებელი ნიშნის გარეშე. ზოგიერთმა მათგანმა პასუხს თავი აარიდა, ზოგიერთმა კი განაცხადა, რომ მეგობარს ელოდება, რომელიც ტყალეტში იმყოფება. 

    კომისიის თავმჯდომარემ მათ შენობის დატოვება სთხოვა, რის შემდეგაც მათ ეზოში გადაინაცვლეს, მოგივანებით კი ტერიტორია დატოვეს. 

    კენჭისყრისთვის გამოყოფილ ოთახში ამომრჩეველთა სიმრავლეა. აღნიშნული პირები ოთახში არ შესულან. 

  • 18:33

    „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი კოპაძე ამბობს, რომ საპარლამენტო მანდატის მოპოვების შემთხვევაში ყველა ადამიანის უფლებებს დაიცავს, განურჩევლად აღმსარებლობისა.

    მას შემდეგ, რაც „ლიბერალმა“ მას მუსლიმი თემის ჩივილი გააცნო, კოპაძე ამბობს, რომ მუსლიმ მოსახლეობას ხშირად ხვდება.

    „ჩემთვის მუსლიმი, ქრისტიანი, გრიგორიანელი, მართლმადიდებელი, კათლიკე... ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის ყველა მროწმუნე მორწმუნეა და ყველა ჩემი ქვეყნის მოქალაქეა. მე ყველას უფლებებს დავიცავ“ - ამბობს კოპაძე.

    მისი თქმით, მართალია, 3 წლის წინ ჭელაში მინარეთის აღმართვას აპროტესტებდა, თუმცა მინარეთი მაინც აღმართა.

    „ჭელაში ჩვენ ვაპროტესტებდით რა თქმა უნდა, მაგრამ შემდეგ ჩვენვე გავატარეთ მინარეთი და დაიდგა. ეს იყო სახელმწიფოებრივი მიდგომის პოზიცია“ - ამბობს კოპაძე.

  • 18:18

    ადიგენის საარჩევნო ოლქში 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 48,83%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმა 7 580-მა ამომრჩეველმა მისცა. ადიგენის ოლქში 18 უბანი შედის.

    საოლქო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა მაჭარაშვილმა „ლიბერალს“ უთხრა, რომ ამ დროითვის კომისიისთვის სულ ერთი საჩივრის შესახებ არის ცნობილი, რომელიც დილით მომხდარ ფაქტს ეხება.

    „მე-12 უბანზე ამომრჩეველი კაბინიდან გამოვიდა და ბიულეტენი შემდეგ გადაკეცა“ - ამბობს კომისიის თავმჯდომარე.

    რაც შეეხება ახალციხის საარჩევნო ოლქს, 17:00 საათის მდგომარეობით, აქტივობა 45,75%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმა 15 899 ადამიანმა მისცა. ახალციხის ოლქში სულ 35 უბანი შედის.

    საოლქო კომისიაში აცახდებენ, რომ ამ დროისთვის სულ 4 საჩივარია შესული, თუმცა დარღვევები უმნიშნელოა, რამდენადაც ისინი კენჭისყრის პრიცედურებს უკავშირდება.

    „მაგალითად, ერთ-ერთი საჩივრის თანახმად, 24-ე უბანზე ამომრჩეველმა ხმა პირადობის ასოლით მისცა. 30-ე უბანზე ამომრჩეველს მარკირების სითხე ხელზე წინასწარ დაასხეს, შემდეგ კი აღმოჩნდა რომ იგი ამ უბანზე არ იყო ჩაწერილი“ - ამბობენ ახალციხის საოლქო კომისიაში.

  • 17:39

    სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფელ ჭელაში გიორგი კოპაძე მინარეთის დაბრუნებას აპროტესტებდა. ამჟამად „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი ახალციხე-ადიგენში, თანამოაზრეებთან ერთად რეფერენდუმის ჩატარებასაც ითხოვდა, რომლითაც მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა, უნდა იყოს თუ არა საქართველოში მინარეთები. 

    ჭელას მეჩეთის იმამი ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ გიორგი კოპაძე საპარლამენტო მანდატის მოპოვების შემთხვევაში მუსლიმი თემის ინტერესების დამცველი არ იქნება:

    „ჩვენმა ხელისუფლებამ კოპაძის კანდიდატურის წამოყენებით ხაზგასმით მიგვანიშნა, რომ კოპაძე წარმოადგენს ხელისუფლებს სახეს. ეს პიროვნება გამოირჩეოდა ქსენოფობიური განცხადებებით, უმცირესობებსადმი სიძულვილით. აქედან გამომდინარე, ამ რეგიონში მისი კანდიდატურის დაყენებით, ვფიქრობ, ძალიან ცუდად მოიქცა ხელისუფლება. კოპაძე თუ შევიდა პარლამენტში, ის ვერასდროს იქნება ჩვენი დეპუტატი. ასეთი პიროვნებები საქართველოს პარლამენტში არ უნდა იყვნენ. არათუ ჩვენს უფლებებს ვერ დაიცავს, ნებისმიერი სხვა უმცირესობის მიმართ მისი დამოკიდებლება არაჯანსაღი იქნება" - ამბობს ჯამბულ აბულაძე. 

  • 17:36

    როგორ აფასებს სოფელ მოხეს მკვიდრი მმართველი გუნდის კანდიდატს?

    სოფელ მოხის მკვიდრი თეიმურაზ მიქელაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ახალციხე-ადიგენის ოლქში გიორგი კოპაძის კანდიდატურის წარდგენით შეცდომა დაუშვა. 

    კოპაძე ორი წლის წინ კოპაძე სოფელ ჭელაში მინარეთის დაბრუნებას აპროტესტებდა. იგი თანამოაზრეებთან ერთად რეფერენდუმის ჩატარებასაც ითხოვდა, რომლითაც მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა, უნდა იყოს თუ არა საქართველოში მინარეთები.

    თემურ მიქელაძე „ლიბერალთან" საუბარში ამბობს, რომ „ხელისუფლებას შეეძლო, რეგიონში ბევრი ღირსეული კანდიდატი წარმოედგინა, თუმცა ხელისუფლების ერთმა ჯგუფმა ასეთი გზა აირჩია". 

    მიქელაძე მიიჩნევს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, კოპაძე მუსლიმი თემის ინტერესებს არ დაიცავს. 

    „დღესდღეობით ამ ისტორიული შენობის ირგვლივ რაც ხდება ძლაინ სამწუხაროა. არ გვეძლევა ტრადიციული ლოცვის აღსრულების საშუალება. არ ვიცით, რას ვაშავებთ, რატომ აქვს სახელმწიფოს მუსლიმების მიმართ ასეთი დამოკიდებულება. ველოდებით სახელმწიფოს კეთილ ნებას. არავინ ვფიქრობთ, რომ ის ჩვენს ინტერესებს დაიცავს. ახლა მეტი საშუალება აქვს, რომ ჩვენ შეგვზღუდოს და სახელმწიფოს მტრებად წარმოგვაჩინოს" - ამბობს მიქელაძე. 

    ჯერ კიდევ ოქტომბერში პოლიციამ ნაგებობის კარი აჭედა მას შემდეგ, რაც მუსლიმებმა მასში ლოცვის აღვლენა დაიწყეს. 

    შსს-ში ამბობენ, რომ კარ-ფანჯრის აჭედვა კანონის შესაბამისად მოხდა, თუმცა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რომელი კანონით ხელმძღვანელობდნენ სამართალდამცავები. 

  • 17:20

    სოფელ მოხეში მდებარე #11-ე საარჩევნო უბანზე 15:00 საათის მდგომარეობით 50%-ზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. კომისიის თავმჯდომარემ „ლიბერალს“ უთხრა, რომ ხმის მიცემის პროცესი მთელი დღის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და არცერთი საჩივარი არ დაწერილა. უბანზე 426 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

    მე-11 უბნის მახლობლად მდებარეობს მოხის „სადავო ნაგებობად" წოდებული შენობა, რომლის წარმომავლობის დასადგენადაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ფარგლებში სექმნილი კომისია უკვე ორი წელია, კონკრეტული შედეგის გარეშე მუშაობს. 

    მოხე მეტწილად მუსლიმი თემით დასახლებული სოფელია.

  • 15:12

    ­­­ახალციხისა და ადიგენის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი კოპაძე ამბობს, რომ მართალია, პირველ ტურში კონკურენტზე დაბალი მხარდაჭერა მიიღო, თუმცა მეორე ტურში ნამდვილად გაიმარჯვებს.

    „ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ ომს მოვიგებთ“ - ამბობს კოპაძე „ლიბერალთან“ საუბარში.

    მისი თქმით, საარჩევნო ოლქშ არჩევნები სამართლიანად და მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა ხდება უმნიშნელო დარღვევები, რასაც იგი კონკურენტი მხარის პროვოკაციად აფასებს.

    „შეცდომაში შეჰყავთ საუბნო კომისიები, მაგალითად უბანზე შედიან პირადობის ქსეროასლით და ალბათ [კომისიაში] ყველა არ არის ისეთ კვალიფიციური და შეცდომაში შეჰყავთ. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა ენმ-ს მხარდამჭერებმა ბიულეტენები გამოიტანეს, თუმცა, კომისიის წევრებმა ეს აღმოფხვრეს. ეს რაბათის მე-5 უბანზე მოხდა“ - ამბობს კოპაძე.

    რაც შეეხება მოლოდინებს, ამბობს, რომ ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვის და მოლოდინიც შესაბამისი აქვს.

    „ლიბერალის“ შეკითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ის, რომ პირველ ტურში მან კონკურენტზე დაბალი მაჩვენებელი აიღო, კოპაძე ამბობს, რომ ამაზე საუბარი შრს წაგვიყვანს, თუმცა ამის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები არსებობს.

    „ვერაფერს გეტყვით ამის შესახებ. ალბათ იყო ამის მიზეზები, ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს რადგანა მას ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. მაგრამ ეს არის ბრძოლა. ერთ ბრძლა წავაგეთ, მაგრამ მე ვიცი, რომ ომს მოვიგებთ“ - ამბობს კოპაძე.

  • 14:30

    ადიგენის #1 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდიანრეობს.

    საუბნო კომისიის თავმჯდომარე ციალა ჩილაშვილი „ლიბერალთან“ საუბარში ამბობს, რომ ტექნიკური ხასიათის ხარვეზები იყო, თუმცა საქმე საჩივრის დაწერამდე არ მისულა.

    მისი თქმით, პირველ ტურში უბანზე აქტივობა შედარებით მაღალი იყო. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის უბანზე აქტივობა 1/3-ზე მაღალია.

    #1 საარჩევნო უბანზე 850 ადამიანია ჩაწერილი.

    უბანზე არჩევნების მშვიდ პირობებში მიმდინარეობს „ლიბერალთან“ ადასტურებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართლი ოცნების“ დამკვირვებლებიც.

  • 13:34

    ახალციხესა და ადიგენის საარჩევნო ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატის, ვაჟა ჩიტაშვილის თქმით, ოლქში საარჩევნო პროცესი მძიმე გარემოში მიმდინარეობს, რაც მუქარაში, ზეწოლასა და მოსახლეობის დაშინებაში გამოიხატება.

    როგორც ის „ლიბერალთან“ საუბარში აღნიშნავს, უცნობი პირები კანდიდატის მხარდამჭერების სახლებთან დგანან და ეუბნებიან, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ.

    „მოხუცს გადასატანი ყუთი მიუტანეს  და უთხრეს, ბებია, მოხუცი ხარ და გაითვალისწინეო. რასაც გეტყვი, უნდა შემოხაზოო. 7-დან 5 მოექცა ზეგავლენის ქვეშ. რაბათის დასახლებაში მოხდა ეს. ყველა ქუჩაზე დგანან დ ეუბნებიან, არ გამოხვიდეთო“ - ამბობს ჩიტაშვილი.

    მისი თქმით, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობით დასახლებულ უბნებში ადამიანებს ეუბნებიან, რომ ვიდეოკამერაა დაყენებული და „ყველაფერი თქვენს თავს დააბრალეთ, რაც მოხდებაო“.

    რაც შეეხება მოლოდინს, ჩიტაშვილი ამბობს, რომ პირველ ტურში დიდი უპირატესობით მოიგო, ამიტომ იმედი აქვს, რომ ოლქში გამარჯვებული სწორედ ის იქნება.

    „იმ ადამიანებს, ვისაც აზრი ვერ შეაცვლევინეს, ეუბნებიან, არ მოხვიდეთ არჩევნებზეო. როგორც კი აქტივობა ეცემა, ე.ი. მათი მიზანი მიღწეულია. ჩვენი პროგრამა რეალური იყო. პარლამენტის წევრი ვარ და იმედგაცრუებული რომ ყოფილიყო ჩემით ამომრჩეველი, პირველივე ტურში დავმარცხდებოდი“ - ამბობს ჩიტაშვილი.

    მისი თქმით, მთავარია, ადამიანს თავისუფალი არჩევანის, თავისუფლად აზროვნების საშუალება ჰქონდეს.

    „არც ერთი არმომრჩევლისთვის არ მითქვამს, ხმა მე მომეცით-მეთქი. მე მათ პროგრამა წარვუდგინე და ვუთხარი, რომ თავისუფალი არჩევანი გაეკეთებინათ“ - ამბობს ჩიტაშვილი.

  • 12:51

    ადიგენის ოლქში 12:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა 18,32%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ხმა 2 844-მა ამომრჩეველმა მისცა. 

    ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მისი თქმით, დაფიქსირდა მცირედი დარღვევა, კერძოდ, ამომრჩეველმა ბიულეტენი კაბინიდან გამოსვლის შემდეგ დაკეცა.

  • 12:33

    12:00 საათის მონაცემებით, ახალციხის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 17,85%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ხმა 6 198-მა ამომრჩეველმა მისცა.

    ახალციხე-ადიგენის საარჩევნო ოლქში სულ ორი სააოლქო კომისია და 53 საარჩევნო უბანია.

  • 12:08

    ახალციხის ოლქში საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა.

    10:00 საათის მონაცემებით ოლქში აქივობა 6,59% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე 2290 ადამიანი მივიდა.

    საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ამ დროისთვის სერიოზული დარღვევები არ ფიქსირდება.

მეტი