-
17:11
ზუგდიდის 65-ე ოლქის 30-ე უბანზე ხმის მიცემის კაბინიდან 7 შემოუხაზავი ბიულეტინი გამოიტანეს.
უბანზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წევრი ლაშა დანელია. მისი თქმით, 10-მდე ცარიელი ბიულეტენი აღმოჩნდა კაბინაში. „კომისიის წევრების თქმით, ეს ბიულეტენები დალუქეს, მაგრამ არის რისკი, რომ „კარუსელისთვის“ გამოიყენებენ.“ - განუცხადა დანელიამ ჟურნალისტებს.
„ამოღებულია 7 ბიულეტენი. როგორც კი დავინახე კაბინაში, გამოვიტანე, ყველას დავანახე და მოვახდინეთ სათანადო რეაგირება. ეს ბიულეტენები გაუქმებულია. როგორც კანონმდებლობას შეესაბამება, ისე მოვიქეცით. ჩვენთან მოამაგრეს სამხედრო ნაწილი. მთელი 249 ჯარისკაცი. 18-19 წლის ბიჭები იყვნენ, ხმის მიცემის აზრზე არ იყვნენ. როგორც ჩანს, შემოუხაზავი ბიულეტენები დატოვეს კაბინეტში.“ - განაცხადა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.
-
14:19
„ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის შტაბის უფროსი აცხადებს, რომ მათმა აქტივისტებმა რამდენიმე უბანზე „კარუსელის“ შემთხვევები დააფიქსირეს. ლაშა დამენიას თქმით, ეს მოხდა რუხისა და ფიჩორის ხიდთან ახლომდებარე საარჩევნო უბნებში, რომლის ფოტო და ვიდეომასალაც აქვთ, თუმცა კადრები შორიდანაა გადაღებული და მასზე კარგად არ ჩანს ფაქტები.
ასევე ლაშა დამენიას განმარტებით, ზუგდიდში 8 უბანი დაგვიანებით გაიხსნა, რადგან კომისიის წევრებს უჭირდათ ორგანიზებულად მუშაობა. რამდენიმე უბანზე არ იყო მოგვარებული საორგანიზაციო საკითხები. ასევე, არ უშვებდნენ დამკვირვებლებს.
"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის შტაბის უფროსისვე ინფორმაციით, წუხელ მათი საარჩევნო პლაკატები შეღებეს.
-
12:34
ზუგდიდში „ქართული ოცნების“ კანიდატმა ედიშერ თოლორაიამ თავისი ხმა დააფიქსირა:
„ხმა მივეცი საქართველოს სწრაფ განვითარებას, უკეთეს მომავალს, და წარმატებას. ჩვენ დღეს ზუგდიდთან ერთად გავიმარჯვებთ".
-
11:19
67-ე ოლქის თავმჯდომარის თქმით, ზუგდიდში ორივე ოლქზე (65-ე, 66-ე) 10 საათისთვის აქტივობა 6.61%-ია.
-
11:03
რამდენიმე წუთის წინ, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში ხმა მისცა მერაბ ქვარაიამ, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა.
ქვარია საარჩევნო უბანზე ჩვილი ბავშვით მივიდა, მისი თქმით,მან ხმა მისცა თავისუფლებას, ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას, საერთო კეთილდღეობას.
ის ფიქრობს, რომ სამეგრელოში, ყველა მუნიციპალიტეტში არჩევნები პირველი ტურით დასრულდება და დასრულდება „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვებით. -
10:23
„ნაციონალური მოძრაობის” სიის მეორე ნომერმა, სანდრა რულოვსმა ხმა ნომერ მე-18 საარჩევნო უბანზე მისცა.
ყოფილმა პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ დღეს გადაწყდება, გადარჩება თუ არა საქართველო.
„მე მივეცი ხმა იმ მშვიდ ძალას, გამარჯვებულს, რომელიც უკვე ხვალიდან შეუდგება საქმის გაკეთებას და დაპირებების შესრულებას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამ სწორ არჩევანს გააკეთებს”, - განაცხადა რულოვსმა.
-
09:46
პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა ხმა უკვე მისცა. ის ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.
"მე გავაკეთე არჩევანი, შემოვხაზე 27, იმიტომ რომ მშვიდი ცხოვრება მინდა და დარწმუნებული ვარ რომ უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი ეკონომიკისთვის, უკეთესი ცხოვრებისთვის და იმისთვის რომ ზუგდიდს ჰყავდეს უკეთესი წარმომადგენელი ცენტრალურ ხელისუფლებაში, " - ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.
-
09:31
ზუგდიდის 65-ე ოლქის პირველ უბანზე იმყოფებიან სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი კორდინატორები.ისინი არჩევნებზე მისული ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას ფურცლებზე აღრიცხავენ.
-
09:17
ზუგდიდის ორივე ოლქის უბნები გაიხსნა. ხმის მიცემის პროცედურების დაწყებაზე ოლქში ინფორმაცია ეტაპოტრივად შემოდის.
67-ე ოლქის რამდენიმე უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა წილისყრაზე უარი განაცხადეს. საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის თქმით, მსგავსი შემთხვევა დაახლოებით 4 უბანზე დაფიქსირდა. მისი თქმით, ნაცმოძრაობის წევრებს გადასატანი ყუთის გაყოლა არ სურდათ.
„ორ მაჟორიტარულ ოლქში 7 საათისთვის ყველა უბანი იყო გახსნილი. ამ ეტაპზე ყველა უბანზე დაფიქსირებულია პირველი ამომრჩეველი. კენჭისყრის პროცედურა დაწყებულია.
შეფერხებები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ეტაპის წილისყრებში ნაცმოძრაობის კომისიის წევრები მონაწილეობაზე უარს აცხადებდნენ. ამ შემთხვევაში ეს წევრები პირველი ეტაპის წილისყრებისთვის რჩებიან უფუნქციოდ და ამასთან დაკავშირებით ჰქონდათ პრეტენზიები. მე18 უბანზე სწორედ ეს პრობლემა იყო, რომ გადავიდა შეტევაზე კომისიის წევრებზე, ზეწოლა მოახდინა და მერე საოლქოდან კომისიის წევრი გაიგზავნა და დარეგულირდა სიტუცია" - ამბობს მირანდა მესხი.