Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჟურნალი "ლიბერალი" #117

ნოემბერი, 2012

ჟურნალ “ლიბერალის” ახალ ნომერში

 

პოლიტიკა:

სამიზნე - თბილისის მერია, გიორგი გოგუა, სოფო ბუკია

არჩევნებამდე მკვეთრად პოლარიზებულ ორ ძალას შორის დაპირისპირება ახალ ფაზაში შედის. მთავარი ბრძოლა მერიის გარშემო გაიშალა.

 

ინტერვიუ:

მთავარი ბრალმდებელი

ინტერვიუ გენერალურ პროკურორ არჩილ კბილაშვილთან

 

ორი აზრი:

უნდა შედიოდნენ თუ არა მმკ-ს წევრები პოლიტმატიმართა სიაში?

დიახ - ნაზი ჯანეზაშვილი, იურისტი

არა - ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი

 

სამართალი:

პოლიტპატიმრები - სამართლიანობის აღდგენა თუ პოლიტიკური სვლა? ზურაბ ვარდიაშვილი

5 დეკემბერს პარლამენტის მომდევნო სესიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა საკითხს განიხილავს. პარლამენტი, სავარაუდოდ, სპეციალურ დადგენილებას მიიღებს, რომელზე დაყრდნობითაც საგანგებო ამნისტიის აქტი გამოიცემა და პოლიტპატიმრებად მიჩნეული პირები ციხიდან გათავისუფლდებიან.

თემიდას ვნებანი, ლევან ტატიშვილი

ახალი ხელისუფლება თავდაჯერებულად გვპირდება, რომ მხოლოდ სასამართლოების მაღალი თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური გავლენისაგან გათავისუფლებით გამოასწორებს იმ შემაძრწუნებელ მდგომარეობას, რომელმაც მთლიანად იმსხვერპლა ჩვენი მართლმსაჯულება.

 

ჟურნალისტური გამოძიება:

არაადეკვატური სასჯელები - ნულოვანი ტოლერანტობის შედეგი, ნანა ბიგანიშვილი, სტუდია “მონიტორი”

ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას, რომელიც 2006 წელს საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გამოაცხადა, არაადეკვატური სასჯელების ტალღა მოჰყვა. 5000 ლარის ზიანისთვის - 30-წლიანი პატიმრობა, 36 ლარიანი ზარალისათვის - 5-წლიანი პირობითი სასჯელი და 6000 ლარის გირაო. ასეთი და მსგავსი სხვა პრეცედენტები ქართული მართლმსაჯულებისათვის უცხო არ არის.

 

მედია:

რეკლამა მოჯადოებულ წრეში, ეკა მაღალდაძე

ოპოზიციურ მედიად მიჩნეულ ტელევიზიებში არჩევნების შემდეგ რეკლამების რაოდენობა თანდათან იზრდება. “მაესტროში”, “კავკასიასა” და “მეცხრე არხში” აცხადებენ, რომ პოლიტიკური ზეწოლის მოხსნის შემდეგ მათ ეთერში ბევრი ახალი რეკლამა გამოჩნდა, თუმცა, სარეკლამო ბაზარზე სიტუაცია კვლავ დაურეგულირებელი და გაურკვეველია.

 

საზოგადოება:

სამხატვრო აკადემიის უცვლელი ნატურმორტი, ანი ჭანკოტაძე

სამხატვრო აკადემიის რექტორი აკადემიურმა საბჭომ 15 ნოემბერს მოულოდნელად გადაირჩია. საბჭოს წევრები ამბობენ, რომ რექტორის გადარჩევით სამართლიანობა აღადგინეს. სტუდენტების ნაწილისთვის კი, თავად აკადემიური საბჭოს შემადგენლობაა არალეგიტიმური. ისინი აკადემიაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და საჯაროობას ითხოვენ.

 

უცხოეთი:

აშშ-ის მომავალი საგარეო პოლიტიკური კურსი, ვასო კუჭუხიძე

აშშ სახელმწიფო მდივნის კანდიდატურის მოლოდინშია. ვინ იქნება ადამიანი, რომელიც მომავალი ოთხი წელი თეთრი სახლის საგარეო კურსს უხელმძღვანელებს?

 

რეგიონი:

აფხაზური იზოლაციონიზმი, დემის პოლანდოვი

აფხაზური იზოლაციონიზმი სრულიად ბუნებრივი მოვლენაა, მისი გაგება ძალიან ადვილია.

აზერბაიჯანში პროტესტის გამოხატვა გაძვირდა, სეიმურ ქაზიმოვი

აზერბაიჯანული ოპოზიციის მიერ პარლამენტის იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები, რომლებიც უნებართვო საპროტესტო აქციებზე ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს, 17 ნოემბერს პოლიციამ უხეშად დაარბია. 30 ადამიანი დაპატიმრებულია. ბაქოს მერიას არც ამჯერად გაუცია ნებართვა ამ აქციის ჩატარებაზე.

 

ფოტორეპორტაჟი:

ბაქო-თბილისი-ყარსი - ევრაზიის ახალი სარკინიგზო “ხიდი”, თემო ბარძიმაშვილი

 

კომენტარები:

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფციის შესახებ, ალექსანდრე კვიტაშვილი, სიმონ ჯანაშია, მარინე ჩიტაშვილი

ზამთრისპირის სევდა, ბექა ქურხული

გავბრწყინდეთ თუ არ გავბრწყინდეთ? კახა თოლორდავა

 

მეტი