Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ურბანული მეტაფიზიკა

25 ნოემბერი 2015

ქალაქში სეირნობა ღამღამობით ხანდახან უფრო საინტერესო მნიშვნელობას იძენს, ვიდრე მარტო სეირნობაა. ღამის ქალაქი ცარიელდება ხალხისგან, ფერები ბევრად მკვეთრი და აღქმადი ხდება, მცირდება ხმაური. ამ ყველაფრის გამო, სხვადასხვა ჩვეულებრივი, ყოფითი ადგილი იდუმალებას იძენს, სეირნობა ერთგვარ თამაშს ემსგავსება, როდესაც უბრალოდ უნდა იარო, იარო იმისთვის რომ ჩვეულ, კარგად ნაცნობ ადგილებში აღმოაჩინო ის, რაც ადრე არასდროს შეგიმჩნევია. უეცრად ხვდები, რომ დღისით არასდროს გაჩერებულხარ იქ, რადგან არ შეგიმჩნევია ის დეტალები, რომლებიც ღამე ასე გამოკვეთილად ჩანს. ყოველთვის, როდესაც ღამით ვსეირნობ, ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ ჩვენს ქალაქს თავისი მეხსიერება აქვს, მეხსიერება, რომელიც უჩვენოდ, ჩვენამდე და ჩვენს გარეშე არსებობს. ამ დროს მგონია , რომ ქალაქის მეხსიერებიდან პატარა ამონარიდების, ფრაგმენტების ილუსტრირებაა საჭირო. ეს ერთგვარივნებაა, რომელიც ინტუიციურად მაკვლევინებს გზას ქალაქში.

ღამის ქალაქში სიარულისას, ჩემდაუნებურად, დავიწყე ამ ფოტოსერიის გადაღება და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ გამიჩნდა გადაღებულის გაზიარების სურვილი. ჩემთვის როგორც ფოტოგრაფისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ პროცესებში მონაწილეობა, რომელსაც გარემოპირობები პირდაპირ ან ჩემგან დამოუკიდებლად მთავაზობს. მაგარია, როდესაც სეირნობისას გინდა გაჩერდე იქ, სადაც ადრე არასდროს გაჩერებულხარ და ახლიდან შეიმეცნო და შეიგრძნო თითქოს უკვე კარგად ნაცნობი და ნანახი… ყველაფერი იწყება თავიდან… გაჩერდით...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^