Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტოპროექტი ►#ავტონომიაუნივერსიტეტს

18 აპრილი 2016

მხოლოდ სტუდენტებს შესწევთ ძალა, მანკიერებებისგან გაწმინდონ ეს ქვეყანა _ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, გიორგი მაისურაძემ, 11 მარტს „აუდიტორია 115-ის“ სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში მიმართა. სტუდენტური პროტესტი, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის მიერ თანხის არამიზნობრივ ხარჯვას და კანცლერის კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილის წარდგენას უკავშირდებოდა, ნელ-ნელა სისტემური ცვლილებების მოთხოვნისკენ გადაიხარა.

„ავტონომია უნივერსიტეტს“, „აკადემიური თავისუფლება უნივერსიტეტს“, _ ამ წარწერებით და შეძახილებით სტუდენტები ცდილობდნენ, ეთქვათ, რომ მათი მიზანი არა კონკრეტული პირების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ სისტემის ნგრევაა.

შემდეგ იყო „აუდიტორია 115“. ალბათ, საქართველოში ერთ-ერთი დიდი სტუდენტური პროტესტის სიმბოლო. აუდიტორია, რომლის დაფაზეც რამდენიმე დღე სტუდენტების სახელები და გვარი მონაცვლეობდა, სტუდენტების, რომლებიც აქ ღამეს ათევდნენ და ერთმანეთს მხარს უმაგრებდნენ.

15 მარტს „აუდიტორია 115-ის“ სტუდენტების აქციის პარალელურად, თსუ-ის ეზოში თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე უნივერსიტეტის რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომა მოითხოვეს. ამის შემდეგ რამდენიმე დღე შენობა აუდიტორიის წევრების გარდა, თვითმმართველობასა და მათ მხარდამჭერებს ჰქონდათ დაკავებული.

სტუდენტური მოძრაობის აქციები 16 მარტის ღამეს, „მანიფესტი 115-ის“ საჯარო კითხვით, თსუ-ის ეზოში დასრულდა:

„ყველა სტუდენტი და პროფესორი თანასწორია!“

ავტონომია უნივერსიტეტს

„აუდიტორია115“

„ჩვენი ბრძოლა ამით არ სრულდება, ეს დიდი სტუდენტური მოძრაობისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისია“.

სტუდენტები სისტემის წინააღმდეგ დღესაც განაგრძობენ ბრძოლას. „აუდიტორია 115“ კი, ალბათ, მნიშვნელოვანი ცვლილებების სიმბოლო გახდება.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^