სამამულო ომისდროინდელი საბჭოთა ჯარისკაცების წერილები სხვა ომის წერილებს არ ჰგავს. სამკუთხედი ქაღალდის ეს ნაგლეჯი თავის თავშივე იკეცებოდა და ფრონტული ფოსტის ორ პრობლემას ერთად აგვარებდა: ჯარისკაცს აღარ სჭირდებოდა კონვერტი, რომლის დეფიციტიც იყო ომის წლებში, ცენზორს კი მარტივად შეეძლო მისი გახსნა, შემოწმება და დაკეცვა.
წერილის გაგზავნა უფასო და ოჯახისთვის საუკეთესო საჩუქარი იყო, რომელიც არასდროს იკარგებოდა და ადრესატს ნებისმიერ ადგილას აგნებდა.