Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტოპროექტი ►კაცებს ფეხებს აღარავინ ჰბანს

17 მარტი 2017

ამბავი ქალებზე, რომლებიც გაათხოვეს.

კახეთის პატარა სოფელ არგოხში ძირითადად ეთნიკური ოსები ცხოვრობენ. აქ წლების წინ ისევე, როგორც საქართველოს ბევრ სხვა კუთხეში, მძლავრობდა სხვადასხვა ტრადიცია: გათხოვების, ოჯახში ქალის ქცევის, ოჯახის წევრებთან მისი ურთიერთობის. იმისდა მიუხედავად, რომ დღეს ეს წესები აქ აღარ არსებობს, ამ სოფელში მცხოვრებ ქალებს ეს მკაცრი წეს-ჩვეულებები დღემდე ახსოვთ.

მათ ზრდიდნენ და ამზადებდნენ იმისთვის, რომ სხვების მიერ წინასწარ განსაზღვრულ საკუთარ ბედს შეჰგუებოდნენ: დაქვემდებარებოდნენ საზოგადოების მოთხოვნებს; ცოლად გაჰყოლოდნენ იმ კაცს, რომელსაც ოჯახი აურჩევდა; და ეს გაეკეთებინათ მაშინ, როდესაც ამას მათგან მოითხოვდნენ. ისინი თავს არც შეურაცხყოფილად და არც დამცირებულად არ გრძნობდნენ. უბრალოდ იცოდნენ, რომ ეს მათი ცხოვრების ნაწილი იყო.

ტრადიციები მკაცრია - პატრიარქალური. სახლში მთავარი მამაკაცია და ეს მამაკაცი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ქმარი, არამედ მამამთილიც, მაზლიც და მეზობელიც კი. ქალი ვალდებულია, მოიქცეს ისე, როგორც მას დაუწერელი კანონები ავალდებულებენ და უსიტყვოდ დაემორჩილოს მათ მითითებებს.

ქალი არ ჯდება სუფრასთან, არ აქვს უფლება, თავისი ნებით დაელაპარაკოს მამამთილს ან სხვა კაცებს, არასდროს იხსნის თავშალს და ბავშვის გაჩენის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში სახლიდან გამოსვლის უფლებაც კი არ აქვს. მისი მთავარი მოვალეობაა, ემსახუროს ოჯახს და იყოს „სამაგალითო რძალი“.

თუმცა ყველაფერი არც ისე ცუდადაა. დროთა განმავლობაში ასეთ პირობებშიც კი გამოჩნდებიან ქალები, რომლებიც ნელ-ნელა უარს ამბობენ ამ ტრადიციების შესრულებაზე: იხდიან თავშალს, არ ჰბანენ ფეხებს მამამთილებს, თავს უფლებას აძლევენ დაელაპარაკონ მათ, ვისთანაც ურთიერთობა სურთ. და მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება მათ ქცევას მკაცრად განსჯის, „აჯანყებულთა“ რიგებს სულ უფრო მეტი ქალი უერთდება.

ეს არის ამბავი ქალებზე, რომლებსაც მამაჩემის მშობლიურ სოფელში ჩასული, ყოველდღე ვხვდები და რომლებსაც კარგად ახსოვთ, როგორ გაათხოვეს. დღეს ის ძველი ტრადიციები მათ მეხსიერებაშიღაა შემორჩენილი...

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^