Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► 17 მაისი ლიმიტირებულ პირობებში

17 მაისი 2017

წელს ლგბტქი თემის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა 17 მაისის, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, სპეციალურად, მათთვის შემოსაზღვრულ ადგილზე, კანცელარიის წინ მოახერხეს. მანამდე მოქალაქეები თბილისის ორ ლოკაციაზე შეიკრიბნენ და კანცელარიამდე სამარშრუტო ტაქსით, პოლიციის თანხლებით მივიდნენ. 

კანცელარიამდე მისასვლელი ყველა გზა დილიდან გადაკეტილი იყო. პოლიციის გარდა, ლეონიძის ქუჩის კუთხეში სპეცრაზმის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. 

„ჩვენ ვითხოვთ თანასწორობას", „ვდგავარ მათთვის, ვისაც აქ დგომა არ შეუძლია", „5 ტრანსგენდერ ქალს სასტიკად სცემეს" , - ამ და სხვა ტრანსპარანტებით ხელში, აქციის მონაწილეები კანცელარიის შენობის წინ, პოლიციასთან ერთად დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. 

„ჩვენ დღეს აქ ვდგავართ ლესბოსელი ქალები, გეი, ტრანსსექსუალი ადამიანები და ჩვენი მხარდამჭერები. მინდა, 2013 წლის 17 მაისი გავიხსესო, წელს პირველადაა, როცა ერთად დგომა მოვახერხეთ. შეშინებულები ვართ, მაგრამ მაინც ძალიან ძლიერები. თანასწორობა გვინდა; არ მოგვკლათ; არ გამოგვყაროთ სახლებიდან; სახელმწიფო, დაგვიცავი. ჩვენც თქვენი მოქალაქეები ვართ", - მაგდა კალანდაძემ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ასე მიმართა საზოგადოებას. 

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს შეძლო, აქცია მშვიდობიან რეჟიმში გამართულიყო, EMC-ის წარმომადგენელი, ლიკა ჯალაღანია ამბობს, რომ სახელმწიფომ აქციის მონაწილეებს ამის საშუალება ძალიან მკაცრ და ლიმიტირებულ პირობებში მისცა, ამიტომ ეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლების რეალიზებად არ შეიძლება მივიჩნიოთ:

„იმ ძირითად ადგილზე, რომელიც აქტივისტებმა თავდაპირველად დაასახელეს და რომელიც არის პოლიტიკური ღირებულების ადგილი - რუსთაველის გამზირი, სამწუხაროდ, აქციის გამართვაზე უარი გვითხრა მთავრობამ და შემოგვთავაზა კომპრომისული ვარიანტი - კანცელარია. ამ შემთხვევაშიც სახელმწიფომ ძალიან ლიმიტირებული შესაძლებლობის პირობებში მისცა თემსა და მის მხარდამჭერებს ადგილზე მისვლის საშუალება, მივიჩნევ, რომ ესეც პრობლემურია. ისინი საუბრობენ კონტრდემონსტრანტებისგან მომავალ საფრთხეებზე. სახელმწიფო ვერ ხედავს, რომ ამ შემთხევავაში ირღვევა ლგბტ ადამიანების უფლებები. აქციის პირველად ლოკაციაზე უარის თქმით პრიორიტეტი მიენიჭა უმრავლესობის უფლებებს, უმცირესობის უფლებების შეზღუდვის ხარჯზე“,- ამბობს ლიკა ჯალაღანია.

კონტრაქციის წევრებმა - სასულიერო პირებმა და მრევლის ნაწილმა, რომლებიც ფილარმონიასთან ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს აღნიშნავდნენ, შემდეგ კანცელარიასთან გადაინაცვლეს. პოლიციამ ისინი კანცელარიის ტერიტორიაზე არ შეუშვა. 

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა აქციის მონაწილეებმა ერთ საათში დაასრულეს; უკან პოლიციის დახმარებით სამარშრუტო ტაქსით დაბრუნდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^