ერევანში პროტესტი ზეიმმა შეცვალა, ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. პარლამენტში ფაშინიანმა 105-დან 59 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.
აქციები კი ერევანში 13 აპრილს დაიწყო. მოქალაქეები სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომას მოითხოვდნენ. ექსპრეზიდენტმა ძალაუფლების შენარჩუნება ორი საპრეზიდენტო ვადის შემდეგაც გადაწყვიტა. სარგსიანმა თანამდებობა 23 აპრილს დატოვა, თუმცა მისი გადადგომის შემდეგ აქციები გაგრძელდა. თითქმის ერთ თვიანი პროტესტის შემდეგ, საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ საკუთარი კანდიდატურის ნაცვლად, როგორც თავად ფაშინიანი ამბობს, ხალხის კანდიდატს დაუჭირა მხარი.