Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტოპროექტი►"მოჩვენებების ქალაქი"

06 ივნისი 2018

დაცლილი კორპუსები, ცარიელი მოსაცდელები, მიტოვებული ქარხანა-ფაბრიკები, ძეგლებად ქცეული ბენზინგასამართი სადგურები და მატარებლის ლიანდაგზე უფუნქციოდ შემომდგარი ვაგონები ტყიბულს უკვე წლებია მოჩვენებების ქალაქად აქცევს.

ამ სიტყვას ხშირად იმეორებენ ადგილობრივებიც. მათ კარგად ახსოვთ, როგორი იყო აქაურობა წლების წინ. ახსოვთ მეზობლები, თანამშრომლები და სხვა, უცნობი ადგილობრივებიც, ვინც ტყიბულში ცხოვრების აზრს ხედავდა. მუშაობდა შახტებში, ქარხნებსა და ფაბრიკებში, ჰქონდა შემოსავალი და იმედი, რომ გადარჩებოდა. 

ახლა ამ ქალაქში იმის ნახევარი მოსახლეობაც აღარ დარჩა, რაც 90-იან წლებამდე იყო. შახტი ერთადერთი დასაქმების საშუალებად გადაიქცა, ჩაიკეტა ბევრი შენობა, ზოგი საერთოდ დაშალა დრომ და წლებმა. 

აქაურები ხშირად იმეორებენ, რომ ტყიბულს მომავალი არ აქვს, თუ ადგილობრივებს დასაქმების შესაძლებლობები არ გაუჩნდებათ. ამბობენ - "ქალაქი მალე დაიცლება და აქ მხოლოდ მგლები და ხროვებად მოსიარულე ძაღლები დარჩებიან".  



____________________________________________

მასალა მომზადებულია პროექტის, "ლიბერალი მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისთვის", ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^