Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო► 9 მაისი - პუტინის „უკვდავი პოლკი" თბილისში და ანტისაოკუპაციო მოძრაობა

09 მაისი 2019

დღეს, 9 მაისს, ვაკის პარკთან რამდენიმე აქცია გაიმართა, მათ შორის ანტისაოკუპაციო და ასევე პრორუსული ძალების მიერ ორგანიზებული. აქციებს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია.

„ოკუპანტის ვერასოდეს დაამარცხებს ფაშიზმს“ - ასეთი იყო ანტისაოკუპაციო მოძრაობების ლოზუნგი. პრორუსი აქტივისტები, მათ შორის „უკვდავი პოლკისა“ და კომუნისტური პარტიის წევრები კი მოითხოვდნენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის, ასევე სტალინის ძეგლის აღდგენას. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ სტალინის ფოტოები. 

აქციაზე ერთი პირი დააკავეს საბჭოთა სიბოლიკის - ნამგალისა და უროს ამსახველი დროშის ტარებისთვის. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციის მოწოდებას დროშა შეენახა. მეორე პირი კი როგორც თავად აცხადებს, „რუსეთის გინებისთვის“ დააკავეს. 

MDF-ის კვლევით „რუსულ სამყაროს” პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოში ძირითად კრემლის პოლიტიკური პროექტების ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობენ, როგორიცაა საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღის 9 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით რუსული „უკვდავი პოლკის“ ქართული „დანაყოფის“ მსვლელობა, „გეორგევსკის ლენტების“ დარიგება სხვადასხვა ქალაქში, „აჭარის ოსმალეთის იმპერიისგან გათავისუფლებასთან“ დაკავშირებული ღონისძიებები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^