19 ოქტომბერს თბილისის ისტორიის მუზეუმმა („ქარვასლა“) ისლანდიელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ნახატები, გრავიურები, ვიდეორგოლები, პრინტები და ქანდაკებები – რომლებიც 1954-1959 წლებში დაბადებულ ექვს ისლანდიელ მხატვრს ეკუთვნის. ესენი არიან ინგოლფურ არნარსონი (Iნგоლფურ Aრნარსსონ), ივარ ვალგარდსონი (Iვარ Vალგარდსსონ), კრისტინ გ. ჰარდარსონი (Kრისტინნ G. Hარდარსონ), სოლვეიგ ადალსტეინსდოტირი (შოლვეიგ Aდალსტეინსდოტტირ), რადჰილდურ ინგადოტირი (ღადჰილდურ Iნგადოტტირ) და თიუმი მაგნუსონი (თუმი Mაგნუსსონ).
ისლანდიელი მხატვრები ეკუთვნიან მინიმალისტების მიმდინარეობას, ხოლო მათი შემოქმედება საკმაოდ ბევრ იუმორსა და სარკაზმს შეიცავს. თბილისური გამოფენის კურატორები არიან ისლანდიელი მხატვრები რადჰილდურ ინგადოტირი და თიუმი მაგნუსონი. გამოფენა 12 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.