29 სექტემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე 2 დღით ადრე თბილისსა და ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციური კოალიციის ,,ქართული ოცნების" მიტინგი გაიმართა. დემონსტრაციას თბილისში მანიფესტანტები ქალაქის 5 წერტილიდან შეუერთდნენ. ,,ქართული ოცნების" წინასაარცევნო კამპანიის შემაჯამებელ აქციას ასობით ათასი ადამიანი ესწრებოდა.
ხალხის მასა თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე.
შეკრებილი მოქალაქეები ელოდებიან აქციის დაწყებას.
სტუდენტების პერფორმანსი, რომლითაც მმართველი პარტიის რეჟიმს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები უსმენენ ქართული ოცნების ლიდერს.
მოქალაქეები თვალს ადევნებენ აქციის მიმდინარეობას რუსთაველის გამზირის გასწვრივ, ყოველ 30 მეტრში დამონტაჟებული იყო ხმის გამაძლიერებელი აპარატურისა და მონიტორების საშუალებით.
,,ქართული ოცნების" მხარდამჭერი და გოგონა პარტიული სიმბოლიკით.
მოქალაქეების ნაწილი აქციაზე ,,ქართული ოცნების" მაისურებითა და დროშებით იყო მისული.
აქციის მონაწილე ახალგაზრდა პაციფისტური მოწოდებებით.
,,ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, თავისუფლების მოედანი, კოლმეურნეობის მოედანი და მთელი რუსთაველის გამზირი ხალხით იყო სავსე/