Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბაქო-თბილისი-ყარსი: ევრაზიის ახალი სარკინიგზო “ხიდი”

28 ნოემბერი 2012

კითხვაზე, თუ სად გადის საზღვარი ევროპასა და აზიას შორის, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ერთნაირად პასუხობენ: “რა თქმა უნდა, აქ.” თითოეული მათგანი თვლის, რომ სწორედ ისაა ევროპასა და აზიას შორის გეოგრაფიული და კულტურული “ხიდი”. რამდენიმე წლის წინ კი ეს სამი ქვეყანა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კიდევ ერთ პროექტზე სამუშაოდ გაერთიანდა. ახალი სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც საქართველოს გავლით ბაქოსა და ყარსს დააკავშირებს, ბევრი ექსპერტის შეფასებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია ამ სამი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობისთვის

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. საქართველოს ტერიტორიაზე იგი ითვალისწინებს მარაბდა–ახალქალაქის არსებული 160 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქციას და ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე ახალი 25 კილომეტრის სარკინიგზო ხაზის მშენებლობას. თურქეთს რკინიგზა გვირაბის გავლით დაუკავშირდება. წინასწარი შეფასებით, რკინიგზის გამტარუნარიანობა გაშვებისთანავე წელიწადში 5 მილიონი ტონა იქნება, ხოლო შემდგომში 10 მილოინ ტონამდე გაიზრდება.

მოსალოდნელია, რომ სარკინიგზო მაგისტრალი ბევრ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. მაგალითად, ახალქალაქის მომავალი საერთაშორისო სადგურზე 1600 ადამიანი იქნება დასაქმებული. ამჟამად სარკინიგზო ბაქო-თბილისი-ყარსის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობაზე დაახლოებით 4 ათასი ადამიანია დასაქმებული.

თუმცა ყველა არაა კმაყოფილი რეგიონში რკინიგზის მშენებლობით. მაგალითად, ახალქალაქიდან 15 კილომეტრში მდებარე სოფელ დადეშის მოსახლეობამ რამდენჯერმე სცადა სამუშაოებისთვის ხელის შეშლა. მომავალი რკინიგზის მიწაყრილი, რომელიც სოფლიდან ორიოდე კილომეტრში გადის, დადეშელებს საძოვრებსა და სახნავ-სათეს მიწებისკენ მიმავალი გზა გადაუღობა. მართალია რამდენიმე კილომეტრში მიწაყრილის ქვეშ გაკეთებულია გადასასვლელი, მაგრამ ადგილობრივების თქმით ის ძალიან მოუხერხებელ ადგილასაა განლაგებული და ყოველდღიურად სარგებლობა შეუძლებელია.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად 2014 წელს უნდა გაიხსნას. თუმცა ეს თარიღი უკვე რამდენჯერმე იყო გადატანილი: რკინიგზა ჯერ 2010-ში უნდა გახსნილიყო, შემდეგ კი 2011 და 2012 წლებში.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^