Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► დუხობორების ქვეყანა

15 აპრილი 2014

დუხობორები, ანუ სულისთვის მებრძოლნი  - ასე უწოდებს საკუთარ თავს მართლმადიდებლური პროტესტანტული საზოგადოება, რომელიც რუსეთში, ტამბოვის პროვინციაში, პირველად სამი საუკუნის წინ გამოჩნდა.

მეფის რუსეთიდან გასახლებულებმა და საქართველოში ჩამოსახლებულმა დუხობორებმა  ჯავახეთში ათი სოფელი დააარსეს. მიუხედავად არახელსაყრელი კლიმატისა, ისინი დიდი ენთუზიაზმით შრომობდნენ, შექმნეს საერთო კომუნა, დააარსეს ობოლთა სახლი, სკოლა. მალე ისინი კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ თემად იქცნენ. საბჭოთა დროს გორელოვკის კოლმეურნეობა საბჭოთა კავშირში სიმდიდრით მეორე აგილზე იყო. სოფელ გორელოვკის სკოლა კი ლევ ტოლსტოის დახმარებით აშენდა. დუხობორები გამოირჩეოდნენ როგორც მშრომელი, მოწესრიგებული და პატიოსანი ადამიანები.

ისინი რწმენაში ყოველივე მატერიალურს უარყოფენ: ჯვარს, ხატს, მღვდელს და ეკლესიურ წესებსა და კანონებს. დაბადებისას, ქორწინებისას და გარდაცვალებისას ატარებენ მარტივ რიტუალებს. ისინი ამბობენ, რომ ღმერთი ყველგან და ყველაფერშია, რომ ის უპირველესად ადამიანის სულშია და ყოველი ადამიანი თვითონაა ცოცხალი ტაძარი.

თემის  სათავეში ყოველთვის იდგნენ სულიერი ლიდერები. მათთან არასოდეს დარღვეულა გენდერული ბალანსი, ყოველთვის არსებობდა ქალის კულტი და სულიერი წინამძღოლებიც ხშირად ქალები იყვნენ.

დუხობორები თვლიან, რომ ჯავახეთი წმინდა მიწაა. სოფელი გორელოვკა მსოფლიოში გაბნეულ დუხობორთა ცენტრად ითვლება. გორელოვკაში მდებარეობს წმინდა სასაფლაო, სადაც განისვენებს მათი სულიერი ლიდერი ლუკერია კალმიკოვა. აქვეა სამლოცველო სახლი, სადაც კვირაობით ნაციონალურ ტანსაცმელში ჩაცმული ქალები სპეციალურ ფსალმუნებს გალობენ.

ისინი დიდ მოწიწებას განიცდიან იმ გარემოს მიმართ, სადაც ისინი ცხოვრობენ.

დუხობორების სოფლებს ირგვლივ ოთხი მთა აკრავს: წმინდა ყორღანი, ცისფერი ყორღანი, ივანისის მთა და დიდი აბული. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს მთები „დუხობორების ქვეყნის“ ერთგვარი საზღვარია. წმინდა ადგილებად ითვლება სტეპები, რომლებსაც მათი წინაპრები მომხვდურისგან იცავდნენ. აქ დუხობორებმა ომის და ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ პროტრესტის ნიშნად იარაღი დაწვეს, რისთვისაც მეფის მთავრობამ ისინი მკაცრად დასაჯა.

დუხობორებისთვის განსაკუთრებით მძიმე ბოლო ოცი წელი იყო. არავინ იცის, რატომ აიყარნენ  და დაბრუნდნენ რუსეთში. არსებობს სხვადასხვა ვერსია: რუსების მხრიდან ღალატი, შიში, შევიწროვება, ცრუ დაპირებები. ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულებმა ცხოვრება მეტ-ნაკლებად აიწყვეს, თუმცა სიმშვიდე მაინც ვერ მოიპოვეს, რადგან მათი სამშობლო ჯავახეთია. „ჩვენი სიმშვიდე მხოლოდ აქაა“, - ამბობენ დარჩენილები.

ჯავახეთში მათ სახლებს ანგრევენ და სახეს უცვლიან ახალი მეპატრონეები, რომელთათვისაც უცხოა მათი კულტურა. ნადგურდება საუკუნოვანი  უნიკალური  რუსულ-უკრაინული ჩუქურთმიანი სახლები, ხატები, ძველრუსული ბუხრები. დუხობორები ნაღვლიანად უყურებენ, როგორ მახინჯდება მათ თვალწინ წინაპრების სოფელი.

დუხობორებს სჯერათ წინასწარმეტყველებების, რომლის მიხედვითაც ჯავახეთი დაიცლება დუხობორებისგან, მათ მიწას და სახლებს უცხოები დაეპატრონებიან.  ისინი გაივლიან დიდ და ტანჯვით აღსავსე გზას. მაგრამ მოვა დრო და დუხობორია ისევ აღორძინდება ჯავახეთში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^