Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რელსებზე შემდგარი ცხოვრება

28 ივლისი 2014

1872 წლის 10 ოქტომბერს თბილისიდან ფოთში პირველი მატარებელი ჩავიდა. ჩვენს ქვეყანაში რკინიგზის დაბადებად სწორედ ეს თარიღი ითვლება. მეოცე საუკუნის საქართველოში რკინიგზა კარგად განვითარებული სფერო იყო და მთელი საბჭოთა სარკინიგზო სისტემის ნაწილს შეადგენდა.

ამან ხელი შეუწყო  საქართველოს ინდუსტრიულ და ეკონომიკურ წინსვლასაც. თუმცა ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა, რკინიგზა ყველაზე იაფ ტრანსპორტის საშუალებად და, შესაბამისად, სოციალურად დაბალი ფენისთვის ყველაზე ხელსაყრელ ტრანსპორტად გადაიქცა. სხვადასხვა რეგიონი დედაქალაქს ძველი მატარებლით უკავშირდება.

ყოველდღიურად რაიონული ცენტრების, ქალაქებისა და სოფლების გავლით, ვაგონებს ასობით ადამიანი დედაქალაქისკენ მოჰყავს და შემდეგ უკან აბრუნებს. დასაქმების მაძიებელთა უმეტესობაც თბილისში მატარებლით ჩამოდის. ფოტოებშიც სწორედ ეს ყოველდღიურობაა ნაჩვენები -  დედაქალაქში ლუკმა პურის საშოვენლად ჩამოსული ადამიანები, მათი მოლოდინი, ფიქრი და განცდები. ისინი სხვადასხვა საქმით ირჩენენ თავს. ზოგი ვაჭრობს, სოფელში მოყვანილ მოსავალს ქალაქში ეზიდება და ასე შოულობს ოჯახისთვის საჭირო ფულს; ზოგი მათგანი კი თავის გატანას მოწყალების თხოვნით ცდილობს. მშობლებს ქალაქში შვილებიც დაჰყავთ. ბავშვების ნაწილი მშობლებთან ერთად მუშაობს, სხვებს კი უბრალოდ დედაქალაქის უწყვეტი, რუტინული რიტმი აინტერესებს. ასე რომ, მატარებლები და სარკინიგზო სადგურები მოვაჭრეების, მათხოვრებისა და სამსახურის მაძიებელთა თავშეყრის ადგილად არის ქცეული. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^