ბოლო წლებში საქართველოში უცხოელი სტუდენტების რიცხვმა იმატა. აქ სწავლა მათი უკეთესი განათლების შანსია.
უცხოელ სტუდენტებს შორის ბევრი ნიგერიელია. ეს ფოტოისტორია საქართველოში მათი ყოველდღიური ცხოვრების ზოგიერთ ასპექტს ამსახავს.
ქართველები უმეტესწილად მათთან ურთიერთობას ერიდებიან. ხშირია მათი შეურაცხყოფის ფაქტები ქუჩებსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც. ისინი ხშირად თავს იზოლირებულად გრძნობენ და უმეტესად მხოლოდ ერთმანეთთან ურთიერთობენ.
ამის მიუხედავად, მათი ნაკადი არ მცირდება, რადგან საქართველოში სწავლა, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, მათთვის ხელმისაწვდომი და იაფია.