Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დიდი ოჯახის პატარა ისტორია

20 თებერვალი 2015

რამდენიმე თვის წინ, კახეთის ერთ პატარა სოფელში ხეტიალისას, ოჯახი გავიცანი. რამდენიმეწუთიანმა შეხვედრამ და მათთან საუბარმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ამიტომ ზამთრის ერთ ნაცრისფერ დღეს, ნინოწმინდაში მათ მოსანახულებლად ისევ დავბრუნდი. სოფელი თბილისიდან 1 საათის სავალზეა. ეს პატარა დასახლება არაფრით განსხვავდება კახეთის სხვა სოფლებისგან - ირგვლივ სამარისებული სიჩუმეა. იქ დაბუდებულ მდუმარებას მხოლოდ სოფელთან ახლოს გამავალი ცენტრალური გზატკეცილიდან მომავალი მანქანების ხმა არღვევს. მოსახლეობას ბუნებრივი აირი აქვს, თუმცა სტანდარტული სოფლის 2-სართულიანი სახლებიდან კვამლი ამოდის. ადამიანების უმეტესობა ზამთრის სიცივესთან გამკლავებას მაინც ძველი შეშის ღუმელით ამჯობინებს. ზამთარში აქ ყველა სამუშაო დასრულებული, მოსავალი და პირუტყვი კი დაბინავებულია. ყველა სახლშია შეკეტილი და, ძირითადად, სერიალების ყურებით ირთობს თავს. ყოველდღიური რუტინისგან და საკუთარი მძიმე ცხოვრებისგან გაქცევას სხვისი გამოგონილი ცხოვრების ყურებით ცდილობენ. აქაც ოჯახებს იგივე პრობლემები აწუხებთ, რაც საქართველოს ყველა დანარჩენ სოფელში.

იოსების და იას ოჯახი ყველა სხვა ოჯახისგან იმით განსხვავდება, რომ ის მრავალრიცხოვანია. ხუთი შვილი ჰყავთ. ეკონომიკურად უჭირთ. ეს მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ზამთრის დადგომასთან ერთად პრობლემები იზრდება. დიდი ორსართულიანი სახლი, რომელიც იოსებს წინაპრებისგან მემკვიდრეობით ერგო, ნახევრადდანგრეულია, მისი გათბობა შეუძლებელია. ამიტომ უფროსი შვილები იძულებულები გახდნენ საცხოვრებლად ნათესავებთან გადასულიყვნენ. უმცროსები - დიტო მარიამი და გიორგი კი მშობლებთან დარჩნენ. ოჯახიდან მხოლოდ იოსები მუშაობს. 400 ლარი აქვს შემოსავალი, რომლის უმეტესობა ბანკის პროცენტებში იხარჯება. სოციალური დახმარება რამდენიმე თვის წინ მოუხსნეს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ტელევიზორის ქონა გახდა.

იას მძიმე ონკოლოგიური დაავადების გამო არასდროს უმუშავია. ფიზიკური მუშაობა არ შეუძლია, სხვა მსუბუქი სამუშაოს პოვნის იმედი კი სოფელში არ აქვს. ყვება, რომ ადრე, წინა ხელისუფლების დროს სოფლის გამგეობაში დახმარების თხოვნით მივიდა, გამგებელმა ჯიბიდან 15 ლარი ამოიღო და მისცა. ამ ფულით მან ბავშვებისთვის რამდენიმე დღის სამყოფი პროდუქტის ყიდვა შეძლო: "ადამიანები შვილების გამო მაქილიკებენ. ხანდახან მრცხვენია და ვფიქრობ, ნუთუ მართლა დამნაშავე ვარ, რომ ამდენი შვილი გავაჩინე? მაგრამ ტელევიზორიდან სულ ის მესმის, რომ ერი უნდა გამრავლდეს და რაც შეიძლება ბევრი შვილი უნდა გვყავდეს…", - ამბობს ია. ქმარიც წუხს - "ჩემი ცოლი ხანდახან სარეცხის მანქანას და სხვა ფუფუნების საგნებს ნატრულობს. სასაცილოა… იმაზე ვფიქრობთ ბავშვებს რა ვაჭამოთ?! ან როგორ გავათბოთ?! რა გადაიტანს ამ ზამთარს… ზაფხული ხომ ასე შორსაა…“

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^