Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცხოველთა საკვირაო ბაზრობა

23 თებერვალი 2015

მარნეულში, ისევე როგორც მთლიანად მარნეულის რაიონში, მოსახლეობის 83%-ს ეთნიკურად აზერბაიჯანელები შეადგენენ. აქ ჩამოსულისთვის ძნელად დასაჯერებელია, რომ ის საქართველოშია.

მარნეულიდან ორიოდ კილომეტრში ცხოველთა ბაზრობაა განლაგებული, სადაც ცხენებით, ცხვრებით, კამეჩებით და ძროხებით ვაჭრობენ. წელიწადის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში, ბაზრობა ყოველ კვირა დღეს, დილის 7 საათიდან დღის 12 საათამდე გრძელდება. საქონლით მოვაჭრეების 95% აზერბაიჯანელია. ბაზრობა სავსეა მარნეულისა და მისი შემოგარენი სოფლების მკვიდრებით. იქ ძირითადად მამაკაცები ვაჭრობენ. მათთან ერთად კი მათი შვილებიც არიან, რომელთა სამომავლო დასაქმების, შესაძლოა ერთადერთი, შანსი სწორედ ბაზრობაზე მუშაობაა. მყიდველებთან საურთიერთოდ მათ დიდი ძალისხმევა სჭირდებათ - კოჭლი ქართულის თუ რუსულის გამოყენებით, საბოლოოდ მაინც იგებ სათქმელს.  ბაზრობა ამ ადამიანების შემოსავლის შესაძლოა არა ერთადერთი, მაგრამ ძირითადი წყაროა. 

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^