Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტოპროექტი ► ინდოელი ფერმერები ქართულ მიწაზე

29 მარტი 2015

2012 წელს საქართველოს კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საკუთრების შეძენის უფლება მიენიჭათ. ამ გარემოებამ განსაკუთრებით მოიზიდა ინდოელი ფერმერები, რომლებიც მოიხიბლნენ მიწის იაფად შეძენის შესაძლებლობით.

მათი უმეტესობა პუნჯაბის რეგიონიდანაა. ინდოეთის ქალაქებში მრავლად იყვნენ აგენტები, რომლებიც შუამავლობას ეწეოდნენ ქართველ მიწათმფლობელებსა და ინდოელებს შორის. შეიქმნა ვებგვერდები, სადაც საქართველოში მიწის შეძენის მსურველებს ინფორმაციის  მოძიება შეეძლოთ. ინდოელთა უმრავლესობა სიკხები არიან. ლოცვის აღსავლენად მათ რუსთავთან ახლოს პატარა სამლოცველო ააშენეს. თბილისში გაიხსნა ინდური რესტორნები, მაღაზიები. მიგრანტების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

მიწის შეძენის მსურველი უცხოელების რაოდენობის ზრდასთან ერთად ადგილობრივ ქართულ მოსახლეობაში გაიზარდა შიში, რომ მალე მათ მიწები საერთოდ აღარ დარჩებათ. ამ დროისათვის უცხოელებზე დროებით მიწების გასხვისება და უცხო ქვეყნებში რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების მინიჭება შეჩერებულია. ეს წესი არ ვრცელდება იმ ინდოელებზე, ვისაც საქართველოში მიწა უკვე შეძენილი აქვს.  

ფოტოპროექტი ასახავს წნორსა და რუსთავის მახლობლად მდებარე სოფლებში მცხოვრები პუნჯაბელი, სიკხი ინდოელების ყოველდღიურ ცხოვრებას. ისინი ჯგუფებად ნაქირავებ სახლებში ცხოვრობენ. ქალებს აქ იშვიათად შეხვდებით. ადგილობრივი მოსახლეობა მათ მიმართ ხშირად არაკეთილგანწყობილია, თუმცა არასდროს ყოფილა ფიზიკური ძალადობის ფაქტი. მათი ძირითადი პრობლემა სარწყავი არხების გაუმართაობა ან უქონლობაა. ინდოელები უჩივიან შუამავლებს, რომლებმაც ისინი მოატყუეს და მიწები ორმაგ ფასად მიჰყიდეს, თანაც დაუმალეს, რომ სარწყავი სისტემები გაუმართავი იყო. “ჩვენ მიწა გვიყვარს, შრომა არ გვეზარება, პუნჯაბელები მიწაზე მიჯაჭვული ხალხი ვართ“, - ამბობს გურვინდერ სინგჰი, რომელიც 2012 წლიდან წნორში ცხოვრობს.

 

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^