Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

#სახლში

27 სექტემბერი 2015
თავს ძალას ვატან, ფოტოებს მინაწერი გავუკეთო. საოცარი სისწრაფით გადაღებულ კადრებში თითქოს რაღაც არ მყოფნის. არ მყოფნის კავშირის შეგრძნება, საკუთარი თავის იდენტიფიცირება. ის ნაფლეთი, სადაც ბავშვობაში ფოტო გადამიღეს, თითქოს უფრო ახლობელია. თეატრის მოსახვევიც

თავს ძალას ვატან, ფოტოებს მინაწერი გავუკეთო. საოცარი სისწრაფით გადაღებულ კადრებში თითქოს რაღაც არ მყოფნის. არ მყოფნის კავშირის შეგრძნება, საკუთარი თავის იდენტიფიცირება. ის ნაფლეთი, სადაც ბავშვობაში ფოტო გადამიღეს, თითქოს უფრო ახლობელია. თეატრის მოსახვევიც მეცნო, სასტუმრო „რიწას“ კედელი ყოფილა. სანაპირო, ხეები, სახლები, ცნობილი შადრევანი, ავირიე, საიდან მეცნობა - არქივით, მონათხრობით თუ წარმოდგენით. არც იმის მჯერა, რომ აქ ვარ და ვეხები რაღაცას, რაც ასე შორი იყო ყოველთვის.

დამოუკიდებლად ვერაფერს ვიპოვი, უსუსურობის განცდა მაქვს. ჩემი ბაღი, მეთერთმეტე სკოლა (სადაც დედა, დეიდა, ბიძა და ავთო, ჩემი მეორე ბიძა, სწავლობდნენ), ადგილები, სადაც ავთო ბიჭებისგან (ჩემი ძმებისგან) უჩუმრად მასეირნებდა. მაღაზიები. მე მხოლოდ ჩემი სახლი მახსოვს. სხვა ყველაფერი არ ვიცი, რა არის - მახსოვს თუ ვიცი. არადა...

ტურისტები ყურადღებას არ მაქცევენ. ადგილობრივები განსაკუთრებული ყურადღებით გვაკვირდებიან მე და ნატოს.

გალაკტიონის სახლი – ასე ვიცი. არადა სასტუმროა, სადაც გალაკტიონი ცხოვრობდა. შენობაზე კარტები უნდა იყოს, მახსოვს დედას ნათქვამი. ამ სახლში დედას მასწავლებელი ბუჟღუ რაფავა ცხოვრობდა.

რა უცნაურია ადამიანის გონება - ნიშნებით იმახსოვრებს ადგილებს და მოგონებებსაც ასე ინახავს თითქოს. სასტუმრო "აფხაზეთი", დამცავი ბადე აქვს შემოვლებული და მასზე ქართველებზე გამარჯვებული აფხაზი, სომეხი თუ ჩეჩენი მეომრების ფოტოებია. ქალებიც. ეს მძაფრად ჩამრჩა. ეროვნების იდენტიფიცირებას ვერ მოვახდენდი (ასე მგონია). უბრალოდ ხომ ვიცი, ვინ იბრძოდა.

ვწერ... დედასთან და დეიდასთან დარეკვა დამჭირდა რაღაცის გადასამოწმებლად. ...ეს არის ჩემი სახლი, მაგრამ მე არ მაქვს იმდენი მოგონება, რომ სწორი წარწერა გავაკეთო – ეს არის რეალობა. არც იმის შესაძლებლობა მქონდა მშვიდად გადამეღო. ჩაჩხაკუნებებს რაც გამოჰყვა, სულ ეს არის.

ქართული გვარით, ქართული პასპორტით და მოწვევის ფურცლად წოდებული ფარატინა ქაღალდით (კედლის კალენდარს ბეჭდავენ ამ ფურცელზე) მხოლოდ ეს შემომხვდა.

გურამმა მიაწერა facebook-ზე ერთ-ერთ ფოტოს, აჩხაკუნე იქნებ ჩემი სახლიც მოხვდეს კადრშიო. შემრცხვა და მეტკინა, მეტი რომ ვერ მოვახერხე. თითქოს ათობით თვალს და გულს იმედი გავუცრუე.

ბოდიში. ეს ის არის, რაც შევძელი.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^