Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► გაფიცვის 26-ე დღე ქსანში - „რომ არ გვქონდეს პურის ვალი"

02 მარტი 2016

ქსანში სს „მინის" ქარხნის მუშათა გაფიცვა 26-ე დღეა გრძელდება. 60-მდე მუშა საწარმოს წინ გაშლილ კარავში ქარხნის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ელოდება. მათ მხარდამჭერი ორგანიზაციები „სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელი“, „ახალგაზრდა მწვანეები“ და სტუდენტები შეუერთდნენ. გაფიცულები ამ დრომდე ელოდებიან საწარმოს დირექტორს, უმი თაკი აიდოღანს, რომელიც თურქეთის სათავო ოფისში, გენერალურ დირექტორთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრა.

გაფიცული დარინა ტოტოევი ამბობს, რომ კომპანიის დირექტორი საქართველოში 1მარტს დაბრუნდება. დარინა ტოტოევი კი ვარაუდობს, რომ დაბრუნებულ დირექტორს 2 მარტს დილით შეხვდებიან  და იქ გადაწყდება, შესრულდება თუ არა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა - ხელფასის 30%-ით გაზრდა. აღსანიშნავია, რომ გაფიცულები კომპანიის მიერ  რამდენიმე დღის წინ შეთავაზებულ 4,9%-ით ანაზღაურების მომატებას არ დასთანხმდნენ.

შალვა როსტიაშვილი ოთხი შვილის მამაა და ამბობს, რომ 660 ლარით შვიდსულიანი ოჯახის რჩენა უჭირს. სოფელ ძეგვიდან ქსნის საწარმომდე მანძილს ხშირად ფეხით გადის.

„ლარის კურსის გაუფასურება ყველა ოჯახს შეეხო და ძალიან გაგვიჭირდა. როგორც ყველას საქართველოში, ჩვენც ბანკის ვალები გვაქვს. ამ ვალებსაც ვისტუმრებთ და თან ოჯახს ვინახავთ. ევროპაში გასატან პროდუქტს ვაწარმოებთ და გვინდა, რომ გვქონდეს ისეთი ანაზღაურება, რომ ოჯახები შევინახოთ, არ გვქონდეს თვიდან-თვემდე პურის ვალი", - ამბობს შალვა როსტიაშვილი.

შალვა როსტიაშვილი ამბობს, რომ მისი სამუშაო ჯანმრთელობისთვის სარისკოა და მთავრობას ჩართულობისკენ მოუწოდებს.

„ჩვენს ქარხანაში ქიმიური მტვერია, ქიმიურ საწარმოში ვმუშაობ, აქ ვხარჯავ ჩემს ჯანმრთელობას და ახალგაზრდობას. ისევ და ისევ მივმართავ ჩვენს მთავრობას, მოგვხედონ, არჩევნები გაქვთ კარზე მომდგარი და რასაც დათესავთ, იმას მოიმკით. მივმართავ ჩვენს ადმინისტრაციას, რომ მოგვხედეთ, გაითვალისწინეთ ჩვენი გაჭირვება“, - ამბობს როსტიაშვილი.

საგაფიცვო კომიტეტის ინფორმაციით, ქარხანაში 280-მდე ადამიანია დასაქმებული, აქედან 220 მუშაა და 200 გაფიცული. ხარისხის კონტროლის განყოფილების მუშა დარინა ტოტოევი ამბობს, რომ საწარმოში 30 ქალია დასაქმებული, მათი ნახევარი დღემდე გაფიცულია, ნაწილმა კი ზეწოლის გამო მუშაობა განაახლა. ტოტოევი ქალი მუშების პრობლემებზე საუბრობს.

„ქალების სამუშაო საკმაოდ რთულია, 12-საათიან ცვლებში ვმუშაობთ, თუმცა მხოლოდ 8 საათის ანაზღაურებას გვიხდიან. ღამის ცვლაშიც გვიწევს მუშაობა და ძალიან რთულია, როდესაც მთელი ღამით ფეხზე დგომა გიწევს. ზაფხულში მუშაობა გაუსაძლისია, როდესაც ტემპერატურა 45-46 გრადუსსაც აღწევს ხოლმე და არ გვაქვს კონდენციონერი, დაგვიდგეს ჩვეულებრივი ე.წ. ვენტილატორები და ცხელი ჰაერი უკან გვიბრუნდება. ხშირად ორი, ან სამი ადამიანის საქმის გაკეთებას გვავალებენ, თუმცა ერთი ადამიანის ხელფასს გვიხდიან. როდესაც არსებულ მდგომარეობას ვაპროტესტებდით, გვეუბნებოდნენ, რომ წადი და შენ მაგივრად სხვას მოვიყვანთო. გაფიცვიდან ერთ კვირაში დაიწყეს ოჯახებში დარეკვა, ძირითადად ქალ თანამშრომლებთამ რეკავდნენ, ასევე ლიდერებთან და ეუბნებოდნენ, რომ თუ სამუშაოს არ დაუბრუნდებოდნენ, სამსახურს დაკარგავდნენ", - ამბობს დარინა ტოტოევი.

1997 წლიდან სს „მინის" აქციათა საკონტროლო პაკეტს თურქული სამრეწველო ჰოლდინგი „შიშეჯამი" ფლობს. როგორც „მინის“ ქარხნის ვებგვერდზე ვკითხულობთ, „შიშეჯამი" მსოფლიოში მინის მწარმოებელი კომპანიების პირველ ექვსეულში შედის, 2 მილიარდ დოლარზე მეტი წლიური გაყიდვების მოცულობით და აერთიანებს 60-ზე მეტ შვილობილ კომპანიას, დასაქმებულთა რაოდენობა კი 17 ათასს აღწევს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ნოემბერი
05 ნოემბერი

ინტერვიუ დიეტერ იანეჩეკთან

დიეტერ იანეჩეკი გერმანული მწვანეთა პარტიის და  2013 წლიდან,  გერმანიის  ბუნდესტაგის წევრია. თბილისს მწვან ...
04 ნოემბერი
04 ნოემბერი

ტექნოგენური თაობის დასასრული - აქცია რუს ...

 3 ნომებერს რუსთავის მთავარ მოედანზე, მერიის წინ მშვიდობიანი მანიფესტაცია გაიმართა, რომლის მიზანი რიგითი რუსთაველ ...
29 ოქტომბერი
29 ოქტომბერი

გირჩის ლიდერების და "შმაქსის" აქტივისტე ...

"გირჩის" წევრები, „შმაქსისტებთან“ ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო მსვლელობი ...

მეტი

^