Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ► ზვარე, ნაცემი მუშები და პროტესტი

03 ნოემბერი 2016

2 ნოემბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, ორ ადგილობრივ მოსახლეს, რომლებიც სოფელში შეშას ეზიდებოდნენ, შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" თანამშომლებმა გზა გადაუკეტეს და უთხრეს, რომ ადგილობრივებმა შეშა კომპანიის ტერიტორიიდან მოიპარეს. ზვარეში მცხოვრებლებმა მათ უპასუხეს, რომ შეშა არ მოუპარავთ, ტყიდან მოჰქონდათ. შელაპარაკების დროს, კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, იყენებდნენ ცივ იარაღს. ინციდენტს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროში" დასაქმებული ორი მუშა შეესწრო. კომპანიის წარმომადგენლებმა მუშებსაც სცემეს. ოთხივე მათგანი იმ საღამოსვე საავადმყოფოში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს - ამის შესახებ ზვარეში მცხოვრები ადამიანები და კომპანიაში დასაქმებულები ყვებიან. 

2 ნოემბრის საღამოს პოლიციას არავინ დაუკავებია. მეორე დღეს კი კომპანიაში დასაქმებულმა მუშებმა პროტესტის ნიშნად სამუშაო ადგილზე შესვლაზე უარი თქვეს. გიორგი თაბუკაშვილის თქმით, რომელიც ერთ-ერთი დასაქმებულია, ამის გამო კომპანიის მენეჯმენტმა უკმაყოფილება გამოთქვა, რასაც მათ შორის მცირე ფიზიკური შეხლა შემოხლა მოჰყვა: "იმის მაგივრად, რომ წინა დღის გამო ბოდიში ეთქვათ, მეორე დღეს იერიშზე წამოვიდნენ, როგორ თუ დღეს მუშაობას არ აპირებთო და პოლიციის თვალწინ ცივ იარაღს ატრიალებდნენ. განსაკუთრებულად აგრესიული კომპანიის ახლანდელი ხელმძღვანელია, რომელიც ცდილობს კომპანიაში დასაქმებული ჩინელი მუშებიც ჩვენ წინააღმდეგ განაწყოს".

კომპანიის შესასვლელთან მთელი დღის განმავლობაში მუშების გარდა სოფლის მოსახლეობაც იმყოფებოდა. ასევე რკინიგზის პროფკავშირის წარმომადგენლები და ხარაგაულის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი. ადგილზე მთელი დღე პოლიცია და სპეცრაზმი იყო მობილიზებული. მოგვიანებით შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ მუშებზე ძალადობის გამო, სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა:  33 წლის ჭ. ლ., 33 წლის ჩ.ჟ და 32 წლის ჰ.ჩ. 

მუშები ამბობენ, რომ სამუშაო პროცესს არ დაუბრუნდებიან, სანამ კომპანიის მენემენტი არ შეიცვლება: "სამუშაო პროცესს არ დავუბრუნდებით, კატეგორიულად მოვითხოვთ ხელმძღვანელი პირების შეცვლას. მათთან კომუნიკაციის გამონახვა სრულიად შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგვიწევს გზის გადაკეტვა და პროცესები შესაძლოა უმართავი გახდეს", - ამბობს გელა ჩიტიაშვილი.

ზვარეში დაახლოებით 1 თვის წინ გაფიცვა იყო. მუშები მძიმე შრომით პირობებსა და კომპანიის მხრიდან, კანონის უგულებელყოფაზე საუბრობდნენ. 

გაფიცვის დასრულებალმდე რამდენიმე დღით ადრე რკინიგზის ახალი პროფკავშირის წევრები და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი კომპანიის წარმომადგენლებს  შეხვდნენ და გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ.

წერილობით დოკუმენტში, სადაც კომპანია მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მზადყოფნას გამოთქვამს, წერია, რომ დასაქმებულები თავისუფლად ისარგებლებენ კუთვნილი შვებულებით; ბიულეტენით; მუშების სამუშაო დღე განისაზღვრება კვირაში 6 სამუშაო დღით და ჯამურად 48 საათით; დასაქმებულებს ფიქსირებული ხელფასი ექნებათ, რომელიც გაფიცვამდე ჰქონდათ; ზეგანაკვეთურად მუშაობა დასაქმებულებს აუნაზრაურდებათ საათების გაზრდის პარალელურად, 1.2 კოეფიციენტით; უქმე დღეებში მუშაობა ორმაგად აუნაზღაურდებათ; ხელშეკრულებების გაფორმების დღიდან კომპანიამ უნდა დაიწყოს ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტის რეკომენდაციების შესრულება და  პროფკავშირების წარმომადგენლებს უფლება უნდა მიეცეთ, რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი განახორციელონ.

თუმცა, კომპანიაში დასაქმებული, გიორგი თაბუკაშვილი ამბობს, რომ კომპანია მაინც არ ასრულებს ვალდებულებას ბოლომდე და შანტაჟის სახით იმ არგუმენტს იყენებს, რომ ვინც პროტესტს გამოთქვამს, სამსახურიდან გაათავისუფლებენ.

ზვარეში მომუშავეების მხარდასაჭერად ხვალ თბილისში აქციაა დაგეგმილი - "ნაჯახით ნაცემი მუშები - ყველანი ქუჩებში". 

"თბილისის სოლიდარობის ქსელის" ინიციატივით, აქცია პარასკევს, 4 ნოემბერს, 17:00 საათზე დაიწყება “ბრიტიშ პეტროლიუმის” ოფისთან (ცინცაძის 24-ში), სადაც ნავთობის პროფკავშირი მართავს აქციას, შემდგომ კი აქციის მონაწილეები საქართველოს რკინიგზასთან გადაინაცვლებენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ: დადგეს ადგილობრივი მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი დაშინაგან საქმეთა სამინისტრომ მიანიჭოს ინციდენტს შესაბამისი კვალიფიკაცია; მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღოს “საქართველოს რკინიგზამ”, – ის ამ დრომდე მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ “საქართველოს რკინიგზის” ქვეკონტრაქტორია აღნიშნული კომპანია. რკინიგზაში აცხადებენ, რომ ზვარეში მომხდარი ინციდენტი “სხვა კომპანიის შიდა პროცესებია”, რომელზეც საქართველოს რკინიგზა ვერ გააკეთებს კომენტარს; ანაზღაურდეს იძულებითი მოცდენა “საქართველოს რკინიგზის” მიერ, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად გამოძიების მიერ ობიექტზე სამუშაო პროცესი შეჩერებულია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ნოემბერი
05 ნოემბერი

ინტერვიუ დიეტერ იანეჩეკთან

დიეტერ იანეჩეკი გერმანული მწვანეთა პარტიის და  2013 წლიდან,  გერმანიის  ბუნდესტაგის წევრია. თბილისს მწვან ...
04 ნოემბერი
04 ნოემბერი

ტექნოგენური თაობის დასასრული - აქცია რუს ...

 3 ნომებერს რუსთავის მთავარ მოედანზე, მერიის წინ მშვიდობიანი მანიფესტაცია გაიმართა, რომლის მიზანი რიგითი რუსთაველ ...
29 ოქტომბერი
29 ოქტომბერი

გირჩის ლიდერების და "შმაქსის" აქტივისტე ...

"გირჩის" წევრები, „შმაქსისტებთან“ ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო მსვლელობი ...

მეტი

^