დასაქმებულთა მხარდასაჭერად აქციები გრძელდება. დღეს სოლიდარობა სუპერმარკეტ "ფრესკოს" თანამშრომლებს გამოუცხადეს. "ქალთა მზერის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე მონაწილეები, ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე "ფრესკოს" წინ შეიკრიბნენ და დასაქმებულთა წინაშე არსებულ პრობლემებმე კიდევ ერთხელ ხმამაღლა ილაპარაკეს.
"სოლიდარობა მშრომელებს" - ამ შეძახილების ფონზე აქციის მონაწილეები სუპერმარკეტის მომხმარებლებს აქციის მიზნის შესახებ ამცნობდნენ და მოუწოდებდნენ, დასაქმებულების მიმართ სოლიდარობა მათაც გამოეხატათ.
აქციაზე იმყოფებოდა "ფრესკოს" იმ თანამშრომლების ნაწილი, ვინც მძიმე შრომის პირობების გამო, სუპერმარკეტი პროტესტის ნიშნად დატოვა. მარიამ ლაშხი ერთი წლის განმავლობაში კონსულტანტად მუშაობდა. ყვება, კონსულტანტობის პარალელურად, როგორ უწევდა ჭურჭლის რეცხვა, მაღაზიის დალაგება, პრუდუქტის გადაზიდვა და სხვა დამატებითი ფუნქციების შესრულება:
აქციის ბოლოს, მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს გაზი შრომის ინსპექციის პროცესის არაეფექტურობას და სახელმწიფოს მოუწოდეს, დასაქმებულთა შრომის პირობებისა და უფლებების მონიტორინგისთვის სწორი და ქმედითი ნაბიჯები გადადგას.