მწერალთა სახლში დღეს შრომის კოდექსის 8-საათიანი კლასგარეშე კითხვის პერფორმანსი მიმდინარეობს. "ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის" მსახიობები კოდექსიდან მუხლებს კითხულობენ.
რეჟისორი მიშა ჩარკვიანი ამბობს, რომ საქართველოში, სადაც დასაქმებულთა უფლებები დარღვეულია და მშრომელები მძიმე შრომით პირობებში იმყოფებიან, შრომის კოდექსს მხოლოდ კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის ფუნქცია დარჩა:
"ამ 8-საათიანი პერფორმანსით ხაზი გვინდა გავუსვათ იმ რუტინას, რომელშიც დასაქმებული ადამიანები არიან. შრომის კოდექსის კითხვით კი გვინდა სახელმწიფოს მიერ მშრომელების მიმართ არსებული ირონიული დამოკიდებულება გამოვაჩინოთ. შრომის კოდექსი, რომელიც რეალურად, ფორმალურად არსებობს, არ იცავს დასაქმებულებს, ისევ და ისევ დამსაქმებელთა ინტერესებზეა მორგებული, უსარგებლო, კლასგარეშე ლიტერატურად იქცა. ამიტომ, წავიკითხავთ მას მთელი დღე და ამით სოლიდარობას გამოვუცხადებთ ყველა მშრომელს", - ამბობს მიშა ჩარკვიანი.
პერფორმანსზე დასწრება ყველას შეუძლია. 15:00-დან 16:00-მდე("სულის მოთქმა" ) შესვენებაა დაგეგმილი, შემდეგ გაგრძელდება 14:00 საათიდან("აღარ მთავრდება") და დასრულდება 19:00 საათზე("წადი სახლში").