სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მშობლების პროტესტი იუსტიციის სახლთან გრძელდება. რამდენიმე ბავშვის მშობელი, მეორე თვეა რაც ბავშვების დაბადების მოწმობის აღებას ვერ ახერხებს.
როგორც ერთ-ერთმა მშობელმა ლიბერალს განუცხადა, ისინი ვერ ტოვებენ ქვეყანას და ვერც ჯანმრთელობის დაზღვევის აღებას ახერხებენ.
აქცია იუსტიციის სახლთან რამდენიმე დღის წინ დაიწყო და როგორც აცხადებენ არ დაიშლებიან მანამ სანამ არ აიღებენ დაბადების მოწმობებს.