თბილისის მერიასთან „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების” ორგანიზებით, აქცია გაიმართა. გლობალურ გაფიცვას საქართველოს მოსწავლეები და სტუდენტებიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებმა ყურადღება ეკოლოგიურ პრობლემებზე გაამახვილეს. ახალგზრდების მთავარი მოთხოვნა რეკრეაციული ზონების და საჯარო სივრცეების განადგურებისა და გასხვისების შეწყვეტაა.
გაეროს კლიმატის სამიტამდე სამი დღით ადრე მსოფლიოს 150-მდე ქვეყანა გაიფიცა გარემოსდაცვითი და კლიმატური სამართლიანობისთვის, რომლის წარმატებაც ახალგაზრდა თაობის კოლექტიური მომავლისთვის გადამწყვეტი იქნება.