Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო► „გამოფენა კონფლიქტის დერეფნებში. აფხაზეთი 1989-1995"

10 ოქტომბერი 2019

გამოფენა „კონფლიქტის დერეფნებში. აფხაზეთი 1989-1995”, 4 ოქტომბერს, თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში გაიხსნა .

გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი და გვიამბობს მოვლენებზე, რომლებმაც განსაზღვრა საქართველოს ბედი ათწლეულების განმავლობაში. დაინგრა საბჭოთა კავშირი, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. 1991 წელს დაიწყო ქართულ-ოსური შეიარაღებული კონფლიქტი და საქართველო მოიცვა სამოქალაქო დაპირისპირებამ. ამას მოჰყვა კონფლიქტი აფხაზეთში, რომელმაც ორივე მხრიდან ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ხუთი წლის წინ ქართველი და აფხაზი მკვლევრების ჯგუფებმა, საერთშორისო ორგანიზაციების - Conciliation Resources-ის და swisspeace-ის მხარდაჭერით, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებული მასალების შეგროვება დაიწყეს და ასე შეიქმნა ორი პარალელური არქივი.

მას შემდეგ კოლექტიური მეხსიერების არქივის შექმნის პროცესი გრძელდება და მისი მიზანია, მიუკერძოებლად და დეტალურად აღადგინოს ისტორიული მოვლენები შეიარაღებულ ფაზამდე, უშუალოდ საომარი მოქმედებების დროს და შემდგომ.

დღეისათვის არქივში უკვე შეგროვებული და სტრუქტურირებულია რამდენიმე ათასი ექსპონატი. ესენია დოკუმენტები, გაზეთები, ფოტოები და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ვიდეო და აუდიო-ინტერვიუები იმ ადამიანებთან, რომლებიც უშუალოდ იყვნენ მოვლენების მონაწილეები და თვითმხილველები. ორგანიზატორები იმ დამთვალიერებლებს, რომლებსაც ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან დაკავშირებული საკუთარი ისტორია აქვს, გამოფენის ავტორები ამ ისტორიის გაზიარებას და არქივის შექმნაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ.

გამოფენა 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ნოემბერი
05 ნოემბერი

ინტერვიუ დიეტერ იანეჩეკთან

დიეტერ იანეჩეკი გერმანული მწვანეთა პარტიის და  2013 წლიდან,  გერმანიის  ბუნდესტაგის წევრია. თბილისს მწვან ...
04 ნოემბერი
04 ნოემბერი

ტექნოგენური თაობის დასასრული - აქცია რუს ...

 3 ნომებერს რუსთავის მთავარ მოედანზე, მერიის წინ მშვიდობიანი მანიფესტაცია გაიმართა, რომლის მიზანი რიგითი რუსთაველ ...
29 ოქტომბერი
29 ოქტომბერი

გირჩის ლიდერების და "შმაქსის" აქტივისტე ...

"გირჩის" წევრები, „შმაქსისტებთან“ ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო მსვლელობი ...

მეტი

^