Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გარემოვაჭრეები ნავთლუღის ტერიტორიაზე

13 ნოემბერი 2012

სამგორის მეტროსთან, ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს გარემოვაჭრეებთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და ხვალიდან გარევაჭრობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს. სამგორის მეტროსთან 6-ზე მეტი ბაზრობაა, თუმცა გარემოვაჭრეები მაინც ქუჩაში ვაჭრობას ამჯობინებენ. ,, იმ ჩეკის ფულით, ბაზარში რო უნდა გადაიხადო ყოველდღე, გარეთ ერთ ჭიქა ყავას დალევ და რამეს შევჭამ და ამიტო, აქ დგომა მირჩევნია"_ განუცხადა ლიბერალს 55 წლის მზიამ.

იქვე მდებარე ,,შპს ნავთლუღის" ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ რომ ბაზრის გადასახადი ძვირი არაა და დახლებში დღიურად საშუალოდ 1-2 ლარს იხდიან. ,,დახლების გადასახადს" ძვირად არც გარემოვაჭრეები აფასებენ, მაგრამ ამბობენ, რომ პროდუქტის საყიდლად და გადასატანად ისედაც ბევრი ხარჯის გაწევა უწევთ და ურჩევნიათ ბაზრის ადგილის ქირა მაინც დაზოგონ რომ დღიური მოგება საარსებოდ ეყოთ.  

,,ბანკის ვალები გვაქ ყველას, გამწარებულები ვართ. წინა კვირაშიც ბავშვი ექიმთან გამხდა წასაყვანი და ხო ყველაფერს ფული უნდა" _ ამობს ხილით და ბოსტნეულით მოვაჭრე ერთერთი ქალი. მისი თქმით, მოვაჭრეების  დღიური შემოსავალი ოჯახის წევრების პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად არასაკმარისია და მათ ბანკისგან სესხების აღება ფიზიკური გადარჩენის მიზნით უწევთ. 

გარევაჭრობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აკრალული საქმიანობაა. გარევაჭრობის რეგულირებას თბილისში მერიის ზედამხედველობის სამსახური საკუთარი სპეცსამსახურის წევრებითა და საპატრული პოლიციის დახმარებით კურირებს. გარემოვაჭრეები ყვებიან, რომ მერიის სპეცსამსახურისგან განსხვავებით, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მოვაჭრეებს ადეკვატურად ეპყრობიან და ფიზიკურად არ უსწორდებიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ნოემბერი
05 ნოემბერი

ინტერვიუ დიეტერ იანეჩეკთან

დიეტერ იანეჩეკი გერმანული მწვანეთა პარტიის და  2013 წლიდან,  გერმანიის  ბუნდესტაგის წევრია. თბილისს მწვან ...
04 ნოემბერი
04 ნოემბერი

ტექნოგენური თაობის დასასრული - აქცია რუს ...

 3 ნომებერს რუსთავის მთავარ მოედანზე, მერიის წინ მშვიდობიანი მანიფესტაცია გაიმართა, რომლის მიზანი რიგითი რუსთაველ ...
29 ოქტომბერი
29 ოქტომბერი

გირჩის ლიდერების და "შმაქსის" აქტივისტე ...

"გირჩის" წევრები, „შმაქსისტებთან“ ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო მსვლელობი ...

მეტი

^