დღეს გიორგი ყორღანაშვილის მეგობრების ინიციატივით, საქველმოქმედო აქცია "დიასახლისის დამხმარეები" გაიმართა. მოხალისე ახალგაზრდები პუშკინის სკვერში შეიკრიბნენ და თბილისის უბნებში მცხოვრებ მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარებას სთავაზობდნენ, ზოგს ნაგვის გადაყრას, ზოგს მაღაზიიდან პროდუქტის ამოტანას. სანაცლოდ კი, მათგან მცირედ დახმარებას ითხოვდნენ.
აქცია დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა.
აქციაზე ჟურნალისტი ია ანთაძეც იმყოფებოდა. მისი თქმით, დღეს გიორგის ძვირადღირებული ოპერაციის გასაკეთებლად, სწორედ ხალხის აქტიურობა და თანადგომა სჭირდება:"ჩვენ არ ვიცით, დღევანდელი აქცია რა შედეგს მოიტანს და რა რაოდენობის თანხას შევაგროვებთ, მაგრამ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს მორალურ თანადგომასაც. გიორგის ჩვენი, თითოეულის გვერდში დგომა სჭირდება".
სხვადსახვა სახის საქველმოქმედო აქციები გრძელდება და ხვალ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში ღონისძიება "ჩვენ გადავარჩენთ" 17:00 საათზე დაიწყება. მასში მონაწილეობას სუხიშვილები, ლელა წურწუმია, ლიზა ბაგრატიონი და სხვა ხელოვანები მიიღებენ.
გიორგი ყორღანაშვილს ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროება, რომელიც 400 ათასი აშშ დოლარი ღირს.
მსახიობის სახელზე გახნილია ანგარიში. საბანკო რეკვიზიტებია- GE13BR0000010150958229 - GIORGI KORGANASHVILI (ბანკი რესპუბლიკა).
გარდა ამისა, სატელეფონო ხაზიც მოქმედებს და დარეკვის შემთხვევაში გიორგის ანგარიშზე 1 ლარი ჩაირიცხება.
სატელეფონო ნომერია: 09 01 800 804.