Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რეგიონული ქალაქების ურბანული მემკვიდრეობა

02 აგვისტო 2013

დუშეთში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით სა­ქარ­თ­ვე­ლოს მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ზო­მის ის­ტო­რი­უ­ლი ქა­ლა­ქე­ბის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შეხ­ვედ­რა და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ის პრო­ექ­ტის ხელ­მო­წე­რა გაიმართა. შეხვედრას  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი დავით ნარმანია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი და თანამშრომლები და ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე რეგიონული ქალქების ურბანული მემკვიდრეობის შენარჩუნების სტრატეგიებსა და მეთოდოლოგიაზე ისაუბრეს. საქარველოში  ევროკავშირისა და ევროსაბჭს მხარდაჭერით ურბანული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად ახალი პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც დუშეთი საპილოტე ქალაქად შეირჩა. პროექტის მიზანი ისტორიულ ქალაქთა ქსელის ჩამოყალიბებაა.

რეგიონების კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად  ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს  მახრდაჭერით მეორე პროექტიც ხორციელდება და ურბანული მემკვიდრეობის მართვის გაუმჯობესებაში ადგილობრივი თითმმართველობების როლის ზრდასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად. 

რაც შეეხება დუშეთს, XX საუკუნუის პირველ ნახევრამდე დუშეთი საქართველოში ერთერთი  უმნიშვნელოვანესი ურბანული ცენტრი და სავაჭრო ქალაქი იყო, რაკი სამხედრო გზის განაპირას მდებარეობდა. XX საუკუნის პირველი ნახევრიდან კი ქალაქი ერთგვარ იზოლაციაში მოექცა და განვითარება შეწყვიტა. თუმცა დუშეთში ამ დრომდე შემონახულია მნიშვნელოვანი ურბანული მემკვიდრეობა, ძველი ქუჩათა ქსელი და უნიკალური შენობები, სადაც ერთმანეთს რუსული, ქართული და ევროპული მშენებლობებისათვის დამახასიათებელი დეტალები ერწყმის. ,,სწორედ ურბანული კულტურული მემკვიდრეობა არის ის დასაყრდენი, რასაც შეიძლება დუშეთის და სხვა ქალაქების მომავალი განვითარება დაეყრდნოს." - ამბობს არქიტექტორი მაია მანია, რომელიც დუშეთის კულტურულ მემკვიდრეობას შეისწავლის. ის მიიჩნევს, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში ქუჩათა ქსელი კიდევ უფრო ძველია და არაგვის ერისთავების დროინდელი დასახლების ქსელს ემთხვევა. 

შეხვედრაზე მომხსენებლებმა ურბანული მემკვიდრეობისთვის უკანასკნელ წლებში მიყენებულ ზიანზე ისაყუბრეს, რაც ისტორიულ ქალქებში განხორციელებული ინტენსიური ჩარევების შედეგია. არქიტექტორი ლევან ასაბაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო ხანებში ასეთი გაუმართლებელი ჩარევების მიზეზი წინა ხელისუფლების პოლიტიკურ-ეკონომიკური კურსი იყო, რომელიც თავისუფლაი ბაზრის პრინციპებს ნებისმიერ სფეროში ბოლომდე უხსნიდა გზას. ,,თავად სივრცის აღქმაც განსხვავებული ჰქონდათ და სივრცე აღიქმებოდა როგორც ავტონომიური სუბსტანცია, სადაც სოციალურ ურთიერთობებს და სივრცეს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არა აქვთ. დღეს ვითარება შეიცვალა და ახალი მთავრობა მეტ-ნაკლებად სოციალ-დემოკრატიული ღირებულებების მატარებელია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია სივრცე გადავაფასოთ და სხვაგვარად აღიქვათ" - ამბობს ასაბაშვილი. ის ხაზს უსვამს, რომ კულტურულ მემკვიდრეობის მართვა ქალაქების სივრცით განვვითარებასთან უნდა იყოს ინტეგრირებული, სივრცითი გეგმარებისას კი წინა პლანზე უნდა იყონ ადამიანები და სოციალური მოცემულობი, რომლებიც საკუთარ გამოხატულებას არქიტექტურაში ჰქოვებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ნოემბერი
05 ნოემბერი

ინტერვიუ დიეტერ იანეჩეკთან

დიეტერ იანეჩეკი გერმანული მწვანეთა პარტიის და  2013 წლიდან,  გერმანიის  ბუნდესტაგის წევრია. თბილისს მწვან ...
04 ნოემბერი
04 ნოემბერი

ტექნოგენური თაობის დასასრული - აქცია რუს ...

 3 ნომებერს რუსთავის მთავარ მოედანზე, მერიის წინ მშვიდობიანი მანიფესტაცია გაიმართა, რომლის მიზანი რიგითი რუსთაველ ...
29 ოქტომბერი
29 ოქტომბერი

გირჩის ლიდერების და "შმაქსის" აქტივისტე ...

"გირჩის" წევრები, „შმაქსისტებთან“ ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო მსვლელობი ...

მეტი

^