6 ოქტომბერს, კვირას გამოფენა "90-იანი წლების საქართველო" ფარგლებში ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილთან და სხვა მონაწილე ხელოვანებთან ერთად საჯარო დისკუსია მოეწყო. დისკუსიაზე მათ 90-იანი წლების საქართველოს პოლიტიკური, სოციალური და კულტურული მოვლენები შეაჯამეს. გამოფენა 3 ოქტომბერს გაიხსნა და 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
გამოფენას ყოფილი რედაქციის შენობა (კოსტავას #14) მასპინძლობს. ოქტომბრის ბოლოს, თბილისის შემდეგ ”90-იანი წლების საქართველო”-ს საქართველოს სხვა ქალაქებიც უმასპინძლებენ.