Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურაბ ბაქრაძის საუბრები ქალაქგეგმარებაზე - ნაწილი პირველი

22 მაისი 2014

''საუბრები ქალაქგეგმარებაზე''- ასე ჰქვია ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძის ლექციათა ციკლს, რომელსაც ''ლიბერალი'' გთავაზობთ:

''ჩვენი საარსებო გარემოს ფორმირების საკითხი ჩვენი ცნობიერების მიღმა დარჩა. ორი პოსტსაბჭოური ათწლეულის განსაცდელებმა თითქოს, ჩაგვაძინა ამ საკითხის მიმართ. ამ ძილის გამო გარემოს დეფორმაციებს გარედან თავსმოხვეულ აგრესიად განვიცდით და ვერ ვხვდებით, რომ ეს სიმახინჯე ჩვენივე პირმშოა. „ჩვენ“-ში იგულისხმება ყველა ჩვენგანი, როგორც ძალაუფლებამოხვეჭილი, ისე „რიგითი“ - მოკლედ, მთელი საზოგადოება. საზოგადოება, რომლის წევრების სწრაფი მოგების სურვილით მონუსხული თვალსაწიერი ერთ კერძო საკადასტრო ერთეულს არ სცილდება და მას მთლიანი გარემოს ნაწილად ვეღარ განიცდის. ასეთი თვალთახედვა საზოგადოებრივ სივრცეს ვერ აღიქვამს და მას უპატრონო საპრივატიზაციო ტერიტორიად თვლის. ეს გამოიხატება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დონეზე, დაწყებული სამშენებლო კანონმდებლობიდან და მშენებლობის მართვის ინსტიტუციური მოწყობიდან, დამთავრებული კერძო პირთა მისწრაფებით, ხელში ჩაიგდონ რაც შეიძლება მეტი უძრავი ქონება და რაც შეიძლება სწრაფად აქციონ იგი ფულად. ასეთ საზოგადოებაში ქალაქგეგმარების ადგილი არ არის.

ქალაქგეგმარების, რომელიც ჩვენს ქალაქს, ან სოფელს, ჩვენს ლოკალურ სამშობლოს ერთ მთლიანობად, ერთ თემად განიხილავდა, ქალაქგეგმარების, რომელიც ეცდებოდა შეექმნა ამ თემში ისეთი სოციალური და სივრცითი პირობები, რომლებიც ერთი მხრივ გზას გაუხსნიდნენ კერძო ინიციატივათა საზოგადოებრივ ორიენტაციას, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებრივ ღონისძიებებს ყოველი მოქალაქის კერძო სიკეთედ აქცევდნენ, ქალაქგეგმარების, რომელიც ჩვენს ფასეულობებს შეინარჩუნებდა და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ განავითარებდა.

და მაინც, თუ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამასთან შერიგება არ უნდათ, რომლებიც თვლიან, რომ შინაარსთა გაჯანსაღება სწორი ფორმების შექმნით შეიძლება, ესე იგი, ჩვენი ლოკალური საარსებო გარემოს სწორი ფორმირებით საზოგადოების გაჯანსაღებაში წვლილის შეტანაა შესაძლებელი, იქნებ ასეთმა ადამიანებმა ქალაქგემარებას ისევ მოუნახონ საზოგადოებრივი როლი'' - , ამბობს ზურაბ ბაქრაძე.

მომდევნო შეხვედრა 27 მაისს, საღამოს 6 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საქლექციო აუდიტორიაში გაიმართება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ნოემბერი
05 ნოემბერი

ინტერვიუ დიეტერ იანეჩეკთან

დიეტერ იანეჩეკი გერმანული მწვანეთა პარტიის და  2013 წლიდან,  გერმანიის  ბუნდესტაგის წევრია. თბილისს მწვან ...
04 ნოემბერი
04 ნოემბერი

ტექნოგენური თაობის დასასრული - აქცია რუს ...

 3 ნომებერს რუსთავის მთავარ მოედანზე, მერიის წინ მშვიდობიანი მანიფესტაცია გაიმართა, რომლის მიზანი რიგითი რუსთაველ ...
29 ოქტომბერი
29 ოქტომბერი

გირჩის ლიდერების და "შმაქსის" აქტივისტე ...

"გირჩის" წევრები, „შმაქსისტებთან“ ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო მსვლელობი ...

მეტი

^