21 ნოემბერს ჟურნალ “ლიბერალისა” და “ფრონტლაინ ჯორჯია” კლუბის ერთობლივი პროექტის - “დისკუსიები ბავშვთა უფლებების თემაზე” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. ხელისუფლებისა და არასამთავრობო ოგრანიზაციის წარმომადგენლებმა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა პრობლემებზე ისაუბრეს.
შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ: მარი წერეთლი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროდან; თამარ შარაშიძე - საქართველოს კარიტასი; ნიკა ყოჩიშვილი - ევროკავშირის წარმომადგენლობა.
შეხვედრას უძღვებოდა თიკო მესხი - სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი.