აქცია „მგორავი ქვები საყდრისიდან“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან გაიმართა. აქციის მონაწილეები სამინისტროდან გამოსულ თანამშრომლებს სტვენით ხვდებოდნენ.
„საყდრისის მგორავი ქვები არის სიმბოლო იმისა, რომ საყდრისის ისტორია დიდხანს გაგორდება ყველა იმ ჩინოვნიკის კარიერის კვალდაკვალ, რომლებმაც დანაშაულებრივ პროცესში მიიღეს მონაწილეობა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათი თქმით, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს მნიშვნელობის ფალსიფიცირება, ერის იდენტობისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი ძეგლის განადგურება ტვირთად ექცევათ ჩინოვნიკებს, ვინც საზოგადოებრივი ინტერესი ერთი ჯგუფის ფინანსურ ინტერესებს შესწირეს.