Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეო ►არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი -სიახლეები და გამოწვევები

01 აპრილი 2015

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი კანონმდებლობა და პოლიტიკა მაქსიმალურად შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი კომპლექსური დოკუმენტია და მოიცავს საკითხებს, რომლებიც ეხება კანონთან კონფლიქტში მყოფ და დანაშაულის მსხვერპლ ან მოწმე ბავშვებს ისევე, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებაში მონაწილე ბავშვებს. 
ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ საქართველოში იქნებიან სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, ადვოკატები, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც ბავშვთა საქმეებზე იმუშავებენ. პატიმრობა გამოიყენება როგორც უკიდურესი ზომა და პრიორიტეტი მიენიჭება ალტერნატიულ ზომებს, როგორიცაა მაგალითად, განრიდება. 

ამ თემაზე ფრონტლაინ კლუბში 25 მარტს დისკუსია გაიმართა.

მომხსენებლები: 

ალექსანდრე ბარამიძე - იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

პიერ ფერი - გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი;

რენატე ვინტერი - ევროკავშირის პროექტი "სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის მხარდაჭერა საქართველოში", პროექტის ხელმძღვანელი.

მოდერატორი: 

მაია ცირამუა - ფისქოლოგი, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი GCRT 

დისკუსია ჩატარდება ფრონტლაინ ჯორჯია კლუბის და ჟურნალ ლიბერალის ერთობლივი პროექტის - “დისკუსიები ბავშვთა უფლებების თემაზე” ფარგლეებში, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ნოემბერი
05 ნოემბერი

ინტერვიუ დიეტერ იანეჩეკთან

დიეტერ იანეჩეკი გერმანული მწვანეთა პარტიის და  2013 წლიდან,  გერმანიის  ბუნდესტაგის წევრია. თბილისს მწვან ...
04 ნოემბერი
04 ნოემბერი

ტექნოგენური თაობის დასასრული - აქცია რუს ...

 3 ნომებერს რუსთავის მთავარ მოედანზე, მერიის წინ მშვიდობიანი მანიფესტაცია გაიმართა, რომლის მიზანი რიგითი რუსთაველ ...
29 ოქტომბერი
29 ოქტომბერი

გირჩის ლიდერების და "შმაქსის" აქტივისტე ...

"გირჩის" წევრები, „შმაქსისტებთან“ ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო მსვლელობი ...

მეტი

^