ტელეკომპანია “იმედის” ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სალომე ბაზერაშვილი „ლიბერალთან“ ამბობს, რომ გია ჯაჯანიძის გადაცემის „სხვა რაკურსის“ პროდიუსერი მაია სტეფნაძე სამსახურიდან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. როგორც ის ამბობს, სხვა კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებიტ არ გააკეთებს.
გადაცემა „სხვა რაკურსის“ უკვე ყოფილი პროდიუსერი მაია სტეფნაძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კალანდარიშვილმა ის სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც სტეფნაძემ პანკისის მოვლენებისას Facebook-ზე პანკისელების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და გააკრიტიკა ხელისუფლების ქმედებები. მაია სტეფნაძე თბილისში გამართულ პანკისელების მხარდასაჭერ აქციაზეც სიტყვით გამოვიდა.