Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადამიანი ფსიქიკური პრობლემებით - ცხოვრება ლაბირინთში

26 სექტემბერი 2014
წყარო: ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში: ხარვეზები და შესაძლო გადაჭრის გზები. საერთაშორისო ფონდი კურაციო


ექსპერტების აზრით, ამ სფეროს პრობლემა სწორედ ისაა, რომ სახელმწიფო პაციენტებს მხოლოდ სტაციონალურ მკურნალობას სთავაზობს. სისტემაში განუვითარებელია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი - პაციენტის რეაბილიტაცია მკურნალობის დასრულების შემდეგ.


უკანასკნელ წლებში ფსიქიატრიულ განყოფილებებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ფიზიკური გარემო. განყოფილებები ახალი ავეჯითა და მოწყობილობებით აღიჭურვა. თუმცა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებულ პრობლემებს მხოლოდ ნაწილობრივ აგვარებს.

ექსპერტების აზრით, ამ სფეროს პრობლემა სწორედ ისაა, რომ სახელმწიფო პაციენტებს მხოლოდ სტაციონალურ მკურნალობას სთავაზობს. სისტემაში განუვითარებელია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი - პაციენტის რეაბილიტაცია მკურნალობის დასრულების შემდეგ.

2013 წლის „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 13 725 000 ლარით განისაზღვრა. 2012 წლის „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ პროგრამის ბიუჯეტის  28% ამბულატორიულ მომსახურებაზე დაიხარჯა, 72 - კი – სტაციონარზე.  მაშინ როდესაც ევროპის განვითარებული ქვეყნები სტაციონარულ სერვისებზე 9-31%-ს ხარჯავენ და გაცილებით მეტ სახსრებს უთმობენ ჰოსპიტალგარე სერვისებს. 

ფსიქორეაბილიტაციის კომპონენტის დაფინანსება „ფსიქიკური ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამაში 2004 წელს ჩაიწერა და ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 70 ათასი ლარით ფინანსდება, რაც  ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის 1%–ს შეადგენს. ეს დაფინანასება 100-150 პაციენტს ჰყოფნის, ისიც მხოლოდ თბილისში, ქუთაისსა და თელავში.

საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო ადამიანური რესურსის ნაკლებობას მწვავედ განიცდის. ფსიქიატრების რაოდენობა ევროპულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ ნაკლებია, რაც აბსოლუტურ ციფრებში სულ მცირე 250 ფსიქიატრის დეფიციტით გამოიხატება. კიდევ უფრო სავალალოა მდგომაროება სხვა კადრების მიმართ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

02 ოქტომბერი
02 ოქტომბერი

ინფოგრაფიკა ► აივ ინფექციის/შიდსის გავრც ...

1989 წლიდან დღემდე საქართველოში 7283 აივ-ინფიცირებული პირია რეგისტრირებული.ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფორ ...
03 სექტემბერი
03 სექტემბერი

ინფოგრაფიკა ►დაბიძურებული მიწა და წყალი ...

სპეციალისტების შეფასებით, კომპანია RMG-ის საქმიანობა უარყოფით გავლენას ახდენს მუნიციპალიტეტის ეკოსისტემასა და მოსახლეობი ...
17 ივლისი
17 ივლისი

ინფოგრაფიკა ►როგორი ხელფასები აქვთ ტყიბუ ...

„ლიბერალის“ ახალი პროექტის ფარგლებში, ყოველთვიურად წარმოგიდგენთ კონკრეტული რეგიონის შესახებ მომზადებულ სტატი ...

მეტი

^