სპეციალისტების შეფასებით, კომპანია RMG-ის საქმიანობა უარყოფით გავლენას ახდენს მუნიციპალიტეტის ეკოსისტემასა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, არგუმენტად კი კვლევის შედეგები მოაქვთ: არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ამ რეგიონში ნიადაგისა და წყლის დაბინძურება წლების განმავლობაში ნორმას აღემატება. RMG-ის მმართველობის ქვეშ არსებული საბადოები, რომლებიც ღია კარიერული წესით მუშავდება, კვლევის თანახმად, ტოქსიკური ლითონებით გარემოს დაბინძურებას იწვევს.
ღარიბთა ოქრო
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2013-2014 წლებში კომპანიის მხრიდან მიწის დაბინძურების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობამ 29 153 880 ლარი შეადგინა. წყლის დაბინძურების შედეგად კი - 1 078 187 ლარზე მეტი. ორივე შემთხვევაში, ვინაიდან ქმედება სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა, მასალები მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა. თუმცა, როგორც პროკურატურაში „ლიბერალს“ განუცხადეს გამოძიება დღემდე არ დასრულებულა. 2015 წლიდან დღემდე კი გარემოს დაცვის სამინისტროს კომპანიის მხრიდან გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა არ დაუანგარიშებია. უწყების ცნობით, საკითხის შესწავლა ამჟამად მიმდინარეობს.
ფოტო ► მოჭრილი ხეები, ყვითელი მდინარეები
მასალა მომზადებულია პროექტის, "ლიბერალი მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისთვის", ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა.