Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფსიქიკური ჯანმრთელობის დასაცავად - აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

23 იანვარი 2017

"ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის გამოყოფილი დაფინანსება სახელმწიფომ სრულიად დაუსაბუთებლად, 40%-ით შეამცირა. ეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანებს სავალალო მდგომარეობაში აგდებს. მოვითხოვთ ბიუჯეტის ცვლილებას და დადგენილების გადახედვას პაციენტთა ინტერესების, უფლებების და ღირსების დასაცავად", - ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში შესული ცვლილებები გააპროტესტეს დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან. 

დაფინანსების წესის ცვლილებამ საქართველოში ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში მოქმედი ფსიქიატრიული განყოფილებების დახურვა გამოიწვია. დარგის სპეციალისტთა შეფასებით, ეს მოვლენა ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმისთვის დამაზიანებელია და სახელმწიფომ ამ ნაბიჯით უარი თქვა ისეთი სერვისების განვითარებაზე, სადაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირები, ერთი მხრივ, უფრო დაცული იყვნენ სტიგმისგან და, მეორე მხრივ, უფრო ხარისხიან მომსახურებას იღებდნენ. ზოგადი პროფილის საავადმყოფოებში განყოფილებების დახურვა ნიშნავს იმას, რომ, სავარაუდოდ, ამ განყოფილებების ყოფილი ბენეფიციარები ისევ დიდ ფსიქიატრიულ დაწესებულებებს მიაკითხავენ. დარგის სპეციალისტთა შეფასებით, ეს დიდი ფსიქიატრიული კლინიკები გადატვირთვას გამოიწვევს და შესაძლოა, პაციენტებისთვის სერვისის დროული მიწოდების პრობლემა გაჩნდეს.

ამ წუთებში დარგის სპეციალისტები ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მარინა დარახველიძეს ხვდებიან. 

პარალელურად კი ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ძველი დაფინანსების წესი კერძო კლინიკების ხელმძღვანელებს გარკვეულ მანიპულაციის საშუალებებს აძლევდა:

”გასული წლის განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგის სამსახურის ანალიზმა აჩვენა, რომ 2016 წელს არსებული დაფინანსების სისტემა კლინიკებს რიგ შემთხვევებში აძლევდა მანიპულირების საშულებას. გამოიკვეთა არაერთი შემთხვევა, როდესაც მწვავე ფსიქიკური მდგომარეობის მქონე პაციენტი არასრული მკურნალობის გამო კლინიკაში არაერთხელ ხვდებოდა თვის განმავლობაში. ეს კლინიკებს აძლევდა საშუალებას, არასრული მკურნალობით მოეპოვებინა ფინანსები. 

ახალი მეთოდოლოგია ასეთ რისკებს მინიმუმამდე ამცირებს და უზრუნველყოფს თანხების სამართლიან გადანაწილებას ქრონიკული მდგომარეობის მქონე პაციენტებზე. ცალსახად ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული საწოლების რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ პაციენტებს მიეწოდოთ დროული და ხარისხიანი მომსახურება. ცხადია, ეს ცვლილებები არ იქნება მისაღები იმ დაწესებულებებისთვის, რომელბმაც თავად უნდა გადაწყვიტონ, რა იქნება მათთვის პრიორიტეტი - პაციენტი თუ ფინანსური სარგებელი. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ცვლილელები პირველ რიგში მიმართულია პაციენტების ინტერესებისკენ”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

http://liberali.ge/articles/view/26959/fsiqikuri-janmrtelobis-reforma-safrtkhis-qvesh

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ნოემბერი
05 ნოემბერი

ინტერვიუ დიეტერ იანეჩეკთან

დიეტერ იანეჩეკი გერმანული მწვანეთა პარტიის და  2013 წლიდან,  გერმანიის  ბუნდესტაგის წევრია. თბილისს მწვან ...
04 ნოემბერი
04 ნოემბერი

ტექნოგენური თაობის დასასრული - აქცია რუს ...

 3 ნომებერს რუსთავის მთავარ მოედანზე, მერიის წინ მშვიდობიანი მანიფესტაცია გაიმართა, რომლის მიზანი რიგითი რუსთაველ ...
29 ოქტომბერი
29 ოქტომბერი

გირჩის ლიდერების და "შმაქსის" აქტივისტე ...

"გირჩის" წევრები, „შმაქსისტებთან“ ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო მსვლელობი ...

მეტი

^