Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯაფარიძე: შემოვა მეტი შედარებით ძველი მარცხენასაჭიანი მანქანა

03 დეკემბერი 2015

„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვის ინიციატივას აფასებს და ამბობს, რომ აკრძალვა  მიზნის საპირისპირო შედეგებს გამოიწვევს.

1. „მოქალაქეები, რომლებსაც შეიძლება, ეფიქრათ, ასეთი მანქანებით ოჯახის რჩენა ან უბრალოდ პირადი მოხმარებისთვის შეძენა, აღმოჩნდებიან გაუარესებულ მდგომარეობაში;

2. ვისაც უკვე ჰყავს ასეთი მანქანა - არსებული ქონების ფასი შეუმცირდება, რადგან ასეთი მანქანის გაყიდვა გართულდება;

3. მანქანები გაძვირდება - საშუალო ფასი აიწევს, რადგან იაფიანი მარჯვენასაჭიანი მანქანები აღარ შემოვა;

4. ეკოლოგია - შემოვა მეტი შედარებით ძველი მარცხენასაჭიანი მანქანა და გამონაბოლქვი იქნება უფრო მეტი;

5. სამთო ტურიზმი - სვანეთში ან სტეფანწმინდაში თუ ნამყოფი ხართ - მარჯვენასაჭიანი მიცუბიში დელიკა არის ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავლის წყარო;

თბილისში არაერთი სერიოზული პრობლემაა როგორც საცობების, ისე პარკირების თუ გარემოს დაბინძურების მხრივ, მაგრამ ეს „გამოსავალი" არის იდიოტობა" - წერს ჯაფარიძე Facebook-ის პირად გვერდზე.

გარკვეული ვადის შემდეგ, საქართველოში მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაცია აღარ მოხდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

მღებრიშვილის თქმით, მისმა უწყებამ აღნიშნულ საკითხზე კანონპროექტიც მოამზადა, რომლის დეტალებსაც საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს.

მანამდე კი მინისტრმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია მარჯვენასაჭიანი მანქანების მფლობელების მიმართ დამატებით გადასახადების დაწესების შესახებ. მისი თქმით, მსგავსი არაფერი იგეგმება და ასევე არ იკრძალება მოძრაობა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით.

„ვისაც ჰყავს მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა, ასევე ავტომანქანა, გადატანილი საჭით, უკვე რეგისტირებული, შეუძლია, მთელი ცხოვრება გამოიყენოს, ჩვენ მათ არ ვეხებით. უბრალოდ, იმ თარიღისშემდეგ, რაზეც დღეს მთავრობა შეთანხმდა, მსგავსი მანქანების რეგისტრაცია აიკრძალება“, - განაცხადა მინისტრმა.

ქუმსიშვილი ავტომანქანების ღირებულების შესაძლო ზრდაზე: საზრუნავი მოქალაქის ჯანმრთელობაა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^