Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეჭიაური „გერმანულ მოდელზე": სიაში შესაძლოა ადგილები მაჟორიტარულმა მანდატებმა შეჭამოს

19 მაისი 2016

ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრის, თამაზ მეჭაიურის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სიის შედგენისას მოხდება პარტიისა და ფრაქციის წარმომადგენლების იგნორირება და ისინი არ იქნებიან სიაში, არ არის გამორიცხული, მათ გერმანულ მოდელს დაუჭირონ მხარი.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ უმრავლესობამ და ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ" მისსავე თანაგუნდელებს მოუსმინოს.

„ძველი ანეკდოტი რომ არის, ებრაელი მივიდა ბაზარში და კახელისგან 10 ქათამი ნისიად აიღო და 3 ბე-ს სახით დაუტოვა, დაახლოებით ასეთი სიტუაციაა. აქედან გამომდინარე, ცოტა მეტი ყურადღებით მოექეცით თქვენივე თანაგუნდელებს-თქო, მე ეს ვუთხარი გუშინ, ჩემზე რომ არ იფიქრონ, რომ მე განაწყენებული ვარ, დანარჩენებს მაინც გაუფრთხილდით, რომ ასეთ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ, როცა გაქვთ კარგად გამზადებული სია და იმ სიაში აღარ გქონდეთ მერე ადგილები, სულ შეგიჭამონ მერე მაჟორიტარულმა მანდატებმა. ყველა ადამიანი თვითონ ფიქრობს, მე თუ არ ვიქენი იმ პარლამენტში, მაშინ ერთის მაგივრად ორი კვაჭანტირაძე უნდა იყოს, ფიქრობს, ორი კვაჭანტირაძის ყოფნას ჩემი ყოფნა ხომ ჯობსო",  - თქვა თამაზ მეჭიაურმა. 

საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი ასახულია ფრაქცია „რესპუბლიკელების“ ინიცირებულ კანონპროექტში, რომლის ავტორიც, ამავე ფრაქციის წევრი ვახტანგ ხმალაძეა. 

პროექტის თანახმად, შერეული (პროპორციული და მაჟორიტარული) საარჩევნო სისტემის ფარგლებში იცვლება მანდატების განაწილების წესი, კერძოდ, „საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა ტოლია არა მაჟორიტარული სისტემით არჩეული მისი კანდიდატების რაოდენობისა და პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის (რომელიც განისაზღვრება ამ სიის მიერ მიღებული ხმების პროცენტით) ჯამისა, არამედ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობის იმდენი პროცენტისა, ხმების რამდენი 

პროცენტიც მიიღო მისმა პარტიულმა სიამ“.

როგორც „რესპუბლიკელები" აცხადებენ, საარჩევნო კოდექსში აღნიშნული ცვლილების ასახვა კონსტიტუციაში შესწორებას არ საჭიროებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^