ლეკვის წამებაში სავარაუდო მონაწილე არასრულწლოვნები პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან. ქვემო ქართლის შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, რაც ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. შსს-ს განცხადებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებენ, უცნობია, არის თუ არა არასრულწლოვნების დაკითხვის პროცესში ჩართული შესაბამისი სოციალური სამსახური.
16 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ნაწამები ლეკვის ფოტო.
„ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის" ინფორმაციით, „ვეტერინარების თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად ლეკვი მოკვდა”.