ბათუმის საქალაქო სასამართლომ „თანასწორობის მოძრაობის" წევრები, ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი სამართალდამრღვევებად ცნო და 300-300-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შსს მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ბერიანიძისა და კუსიანის ადვოკატი ანზორ ხატიაშვილი „ლიბერალთან" საუბარში ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი გუშინ დილით დააკავეს. ისინი ამბობენ, რომ მათ უცნობი პირები ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, პოლიციის გამოძახებსი შემდეგ კი სამართალდამცავებისგანაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდნენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ ბერიანიძესა და კუსიანის მიმართ უცნობი პირების მხრიდან თავდასხმის ფაქტზე გამოძება სს კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
„[პოლიციელებმა] გვაგინეს, დაგვცინეს, თქვე პიდარასტებო, რას გავხართ, თქვენნაირები როგორ უნდა დაცავას პოლიციამო, გვითხრეს. არანაირი წინაარდეგობა არ გაგვიწევია, დავიძახეთ პოლიცია გვჭდებათქო, ხალხი შევდგა წიხლით. პოლიციამ წამაქცია და დამატებით შეგვდგნენ წიხლით“ - ამბობს ბერიანიძე „ლიბერალთან“ საუბარში.
ბერიანიძისა და კუსიანის სავარაუდო ცემის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სს კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
„თქვენნაირები როგორ უნდა დაიცვას პოლიციამო" - ბერიანიძისა და კუსიანის პროცესი ხვალ გაიმართება