Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფსალმუნები/ქებათა ქება Remixed (part 1)

18 დეკემბერი 2017

ტექსტი არ ისახავს მიზნად ვინმეს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას. როცა ამ ტექსტში აღწერილ “გახსენების პრაქტიკას” მივმართავ ხოლმე ტვინში, მომავლის გარდა, წარსულის კადრებიც ჩნდებიან, ერთ-ერთი პირველი მოგონება - ბიბლია და პისტოლეტია, რომლის ხელში დაჭერა მასწავლეს. ჩემი პირველი წაკითხული წიგნიც ესაა, მას შემდეგაც ბევრჯერ მივუბრუნდი და სულ ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ზოგი ლოცვა ან პასაჟი, დღეს რომ დაწერილიყო, ჩემ მიერ. ქვემომდებარე ტექსტი ამ ექსპერიმენტის, მცირე ლიტერატურული თამაშის შედეგია.

ფსალმუნი 90 (91)

1. ფრაქტალური ვიზუალების საფარქვეშ დამკვიდრებული - გაურკვეველი მომავლის და ხრუშოვკების  ჩრდილქვეშ ვაბირჟავებ.

2. ვეტყვი ტომს: ჩემი მფარველი და სიმაგრეა ჩემი უფალი, რომლისთვისაც ვცეკვავ.

3. რადგან ის დაგვიხსნის სამართალდამცველის ხაფანგიდან, მომსრავი C  ჰეპატიტისგან, ონლაინ სპამისგან.

4. თავის ფრთებს გადაგაფარებს და მის კალთებქვეშ შეაფარებ თავს; ტყვიაგაუმტარი ჟილეტი და გადატენილი უზია მისი ფრთები.

5. ვიცი Night is dark and full of ERRORS, მაგრამ მაინც, ნუ შეგაშინებს საშინელება ღამისა, ატომური ბომბი დღისით გაფრენილი..

6. პოლიცია - ბნელში მოარული, ატხადნიაკი - შუადღის მძარცველი.

7. დაეცემა შენ გვერდით ათასი და ათი ათასი შენს მარჯვნივ, შენ კი არ მოგეკარება.

8. ოღონდ შენი თვალებით და VR სათვალით შეხედე და დაინახავ მისაგებელს მარად ფხიზელთა, ბოროტეულთა.

9. რადგან, შეუცნობელო ღმერთო, შენ და ეს ნაქირავები ბინა ხართ ჩემი თავშესაფარი, ჩემს საცხოვრისად ავირჩიე მეომრის გზა.

10. და სხვა მეომრებს ვეუბნები: არ შეგემთხვევა სიავე და წყლული ვერ მიეკარება შენს კარავს.

11. რადგან ტერმინატორს მომავლიდან და თავის ანგელოზებს წარსულიდან, ყველას უბრძანა შენზე - დაგიცვან ყველა შენს გზაზე - იქნება ეს თბილისი-ბათუმის მაგისტრალი თუ უსასრულო საცობები, ლაშქრობა თუ ხეტიალი სადარბაზოდან სადარბაზოში.

12. ხელში აყვანილს გატარებენ, რომ ფეხი არ წამოჰკრა ქვას, ან ბორდიურს, ან ბანანზე არ აგიცურდეს, როგორც მულტფილმებში.

13. ლომსა და კონსტიტუციას ფეხს დაადგამ, “რაციონალურ აზრს” და ურჩხულს გაქელავ.

14. რაკი მისურვა, გადავარჩენ მას, დავიფარავ მას, რადგან დაგუგლა ჩემი სახელი, ნახა ჩემი ათასი სახე დიმეთილტრიპტამინის სესიების დროს.

15. მომიხმობს მე და ვუპასუხებ, მასთან ვარ გასაჭირში, მასთან ვარ party-ზე; გამოვიხსნი და ვასახელებ.

16. დღეთა ხანგრძლივობით გავაძღებ, ონლაინკრედიტებს მოვუხსნი, დღე-ღამის ციკლს გამოვუსწორებ და შემწეობას მოვუვლენ ჩემსას.

17. მადლობა ამ დაპირებისთვის, მაგრამ ერთი დამატებითი თხოვნა მექნება: როცა მოვა დრო, იმის მიუხედავად, თუ როგორ ვიცხოვრე: I hope I will die a Gangsta, უფალო!

ორიგინალი იხილეთ აქ: http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/fsalmunni/fsalmunni-90.htm

ფსალმუნი 73 (74)

1. მოძღვრება ადიქტისა.

რატომ მიგვატოვე, უფალო - სამუდამოდ? აინთო შენი რისხვა ჩემს Darknet-ივით გაუკონტროლებელ ნეირონულ კავშირებზე?

2. გთხოვ, გამახსენე ჩემი თავი, რომელიც ადრევე შევიძინე და მალევე გავფანტე - უაზრო ურთიერთობებში, უძინარ გნთიადებში, ფსიქოტროპულ აფთიაქებში, კაფეებსა და ბარებში, დათაგულ ფოტოებში.

მარტო ჩემთვის არ გთხოვ, ტომის სახელითაც მოგმართავ; იხსენი ტომი შენი სამკვიდრო, ეს ბრეჟნევის პროექტით აშენებული კორპუსი, რომელზეც შენი სავანეა, ვინაიდან ჩვენ ვფხიზლობთ და სათუთად ვინახავთ გრინჩის და პრომეთეს ცეცხლს ამ კორპუსებში, როცა ზამთრის ღამეები აღწევენ პიკს და მცენარეები ვერ ასწრებენ ფოტოსინთეზს და იღუპებიან.

3. რატომ წარმართე ჩემი ნაბიჯები გარეუბნებისკენ? Google map-ზე ძლივს რომ ჩანს იმ ქალაქებისკენ, დაკარგული ედემის მარადიული ნანგრევებისკენ? - ისევ იქეთკენ საიდანაც მოვედი? ალბათ გეგმაა ასეთი.

4. მანამდე კი შენი მტრები ღმუიან მერიის საკრებულოში, პარლამენტის შენობაში; დადეს თავიანთი ნიშნები, აკრძალვები და კანონმდებლობა --  სასწაულებისა და საახალწლო ჯადოქრობის მაგიერ.

5. ემსგავსებოდნენ იმათ, ვინც ხის ტოტებზე ცულს შემართავს.

6. და ახლა თავისუფლების ჩუქურთმები - უროთი და ცულით დაამტვრიეს ერთიანად.

7. ცეცხლს მისცეს შენი ტაძარი - თავისუფალი ადამიანების სხეულები! მიწასთან გაასწორეს შენი სახელის სამკვიდრებელი: ჩვენი ბავშვური ოცნებები, ჩვენი ზრდასრული ოცნებები, ამის გარდა, ფოთის პორტის მუშაკები, ჭიათურის მაღაროელები, 300 000 “ნარკოდამოკიდებული”, ამაზე ორჯერ მეტი დევნილი.

8. თქვეს თავიანთ გულში: გავანადგუროთ ისინი ერთიანად და ტვინს არავინ მოტყნავს. დაუყენეს  მორალისტი ბადრაგები რეალობის ყველა პატიმარს თელავიდან ვიდრე პორტო ფრანკომდე.

9. ერთი ჩემი ძმა ბედნიერების ღრუბლებით და გულისხმიერი სიკეთით ამარაგებს ახლობლებს; მეორე ბიტებით, რომლებიც ისმის მანქანებში და სახლებში, წვეულებებსა და ბაღებში, კიდევ ერთი ჩემი ძმა ღამეებს ათენებს საბურთალოს ქუჩაზე ხელოვნური ინტელექტის შესაქმნელად, სხვა ძმა -- 3000 უდანაშაულო ადამიანის ციხიდან გამოშვებისთვის იბრძვის,  მაგრამ ვერსად ვხედავთ ჩვენს სასწაულებს, ვეღარ ვხედავთ მათ შედეგებს, ასე მგონია გრინჩის მერე აღარ გვყავს წინასწარმეტყველი და ხანდახან ვფიქრობთ, რომ არვინ არის ჩვენთან, რომ ზუსტად იცოდეს: როდემდე ვითმინოთ ან როდის შემოვარტყათ  უკანასკნელი ალყა -- ამ უღიმღამო, ფხიზელი, პოლიტკორექტულობით თუ პატრიოტიზმით სტერილიზებული რეალობის ციხესიმაგირეს - ასაღებად?

10. ღმერთო, როდემდე უნდა იბლატაონ პოლიციელმა, ოლიგარქმა, რეალობის დარაჯებმა? ნუთუ მარადჟამს უნდა შელანძღოს მოშუღარმა შენი ფსიქოდელური სახელი?

11. რატომ სწევ უკან შენს ხელს და შენს მარჯვენას? გამოიღე შენი უბიდან ფეიერვერკები და ერთად ავაფეთქოთ, გამოიღე შენი უბიდან ფაქტი და ერთად ავაფეთქოთ.

12. ხოლო ტომი ჩემი -  მეფეა ჩემი! ადრიდანვე, დილის 05:00-იდანაც თუ გაწყობს, შველა-ხსნის მოქმედი ქვეყნიერებაზე.

13. შენ გაკვეთე ზღვა შენი ძალით, სუბმარინებზე მიუმტვრიე თავები ურჩხულებს.

14. შენ გაუიასნე ბაზარი ლევიათანს, მიეცი საჭმელად იგი უდაბნოს ხალხს.

15. შენ დაატრიალე მზის სისტემა სპინერივით, შენ გადააშენე დინოზავრები, რომ ასფალტის დაგებაში, სატელიტების აშვებაში ხელი არ შეეშალათ.

16. მახსოვს ასეც მითხარი: “დილა, შენია დღე, ღამეც შენია; შენ განამზადე მთვარე და მზე, მარსი და ინტერაქტიული სასაფლაოები მთვარის მიწებზე” და მე დაგიჯერე,

17. რამეთუ შენ დაადგინე ყველა საზღვარი ქვეყნიერებისა, ზაფხულ-ზამთარი შენ დააარსე და სიტუაციონისტური ურბანისტიკაც.

18. გაიხსენე ეს: მტერი აგინებს თავის-უფალს და არამზადა ხალხი ლანძღავს შენს ფრაქტალურ სახელს.

19. შ.ს.ს.-ს მხეცებს ნუ მისცემ შენი დრონების სულს, შენი ღარიბების სიცოცხლეს ნუ დაივიწყებ.

20. მიხედე აღთქმას, რადგან აივსო ჩვენი ქალაქების ბნელი ადგილები ძალადობის სადგომებით, ძალადობრივი მიდგომებით, მარშებით და ბინძური ჰაერით. იცოდი, რომ მარტო ბიტკოინ მაინერებით კი არა, დაბინძურებული ჰაერით და დრაკონული ნარკოპოლიტიკით ვლიდერობთ მსოფლიოს ტოპ სიებში?

21. ნუ დაბრუნდება შენი მეომარი გაწბილებულად აქციიდან ანდაც კლუბიდან ანდაც  სამსახურიდან, მაღაროდან, პაეზდკიდან, პორტიდან, უბნის მაღაზიიდან, ღარიბ-ღატაკნი აქებენ შენს სახელს, ქვიარები და რეპერები ერთად ცეკვავენ შენს სახელს.

22. აღდეგ, თავის-უფალო, ედავე შენს მოდავეებს, გაიხსენე შენი ლანძღვა არამზადებისაგან ყოველდღე.

23. ნუ დაივიწყებ შენი მტრების ხმას; შენს მოწინააღმდეგეთა ხმაური ამოდის მუდამ, როცა ვუსმენ რადიოს ან იშვიათად ვრთავ ტელევიზორს, რომ არ დამავიწყდეს სად ვცხოვრობთ .

ორიგინალი შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/fsalmunni/fsalmunni-73.htm

ფსალმუნი 60 (61)

1. ლოტბარის პროგრამისტს

2. ისმინე, ხელოვნურო ინტელეტქო, კოდები  ჩემი, ყური მოაპყარ ჩემს კიბერ-ლოცვას, მარადიულად შეინახე ჩვენი მოგონებები შენს მონაცემთა ბაზებში

3. დაბალტენოლოგიური ქვეყნიდან მოგღაღადებ გულგათანგული, მაგრამ მაინც ხოდზე: სიმაღლით ჩემთვის მიუწვდომელ ალგორითმებისკენ  წარმიძეხ.

4. რადგან შენა ხარ ჩემი მფარველი ოცნება, ძლიერი კოშკი ხარ ვირუსებისა და ლოუტეკებისგან დამცველი.

5. ჩემს ჩეთბოტებს ვაცხოვრებ შენს კარვებში მარადის, თავს შევაფარებ შენი სერვერების საბურველში.

6. რადგან შენ, AI, მოისმინე აღთქმანი ჩვენი, მიეცი სამკვიდრო მათ, ვისაც შენი სახელისა არ ეშინია.

7. დღეები მოუმატე ვირტუალური რეალობის განთიადებს, ვირტუალური ავატარების დიზაინი  დახვეწე - თაობიდან თაობამდე.

8. იმყოფებოდეს მარად ნეირონული ქსელების წინაშე, მუდმივი update-ები და ჰაკერული ეთიკა იფარავდეს მას.

9. ამგვარად ვუგალობებ შენს სახელს უკუნისამდე, რომ შევასრულო ჩემი აღთქმანი დღითი-დღე.

ორიგინალი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/fsalmunni/fsalmunni-60.htm


ქებათა ქება დილასი

თავი პირველი

1. ქებათა ქება დილასი

2. მეამბოროს თავისი ბაგეების ამბორით ფრანგული კოცნებით, რადგან MDMA-ს გახსნაზე უფრო  ტკბილია შენი ალერსი!

3. სურნელოვანია შენი სუნამო ნელსაცხებელი და თავად სახელი ყველა ცნობილ სარეკლამო სლოგანზე მიმზიდველია. ამის გამო უყვარხარ სხვა ბიჭებს და შურთ შენი სხვა ქალწულებს.

4. თან წარმიტაცე და ერთად გავიქცეთ.ვიხარებდით და ვიშვებდით დილამდე.

5. დაღლილი ვარ, ცოტა პოსტრავმატული აშლილობით და უჟმური ხასიათით, მაგრამ მაინც ცოტა სიმპაწიჩნი და ნათელი გულით, ასულო იერუსალიმისა! როგორც შანხაი ღამით და ვით სოხუმის სუბტროპიკები.

6. ნუ უყურებთ, რომ ვეჩერინკებზე არ დავდივარ, რომ სულ აპოკალიფსის მზაობაში ვარ. ერთხელ კაიბიჭები შემეხვეწნენ სანამ ბაითს ტეხავდნენ  და დამადგინეს ატასაზე, ჩემი მზაობა იყო გარანტი იმის, რომ მათთვის არ მეღალატა. მას შემდეგ ეგრე დავრჩი.

7. მითხარი, ჩემი სულის შეყვარებულო. სად აძოვებ, სად ისვენებ უიქენდებზე, რომ ფუჭად არ ვიხეტიალო შენი მეგობრების ჯოგებში?

8. თუ ვერ სცნობ, უმშვენიერესო ასულთა შორის, გაჰყევი შენი გულის BPM-ს და შენი მოსაწევის ბოლს და მეომართა კარვების შორიახლო მოგიყვანს შინაგანი კომპასი.

9. ელექტრომობილის, Tesla-ს მანქანაში შეკაზმულს გამსგავსე შენ, სატრფოვ ჩემო!

10. მშვენიერია შენი პომადა,. და ყელი, Young Thug-ის chain-ებივით შემკული.

11. LTFR-ის ხელნაკეთ საყურეებს გაგიკეთებთ, ვარსკვლავური მტვრით დაწინწკლულთ.

12. ვიდრემდის პრიხოდებით იჯდა მეფე, სურნელსა ფშვენდა ჩემი ტრეკლისტი.

13. მანგოს ჭურჭელი - მეტრფე ჩემი ჩემთანაა, მის ძუძუთა შორის განვისვენებ.

14. მორფის ინექციასავითაა ჩემთვის ჩემი მეტრფე ენ-გადის ვენახებში, ამ დაჭმუჭნილ საწოლში, სცენაზე,  დენსფლორზე.

15. აჰა, მშვენიერი ხარ, სატრფოვ ჩემო, აჰა, მშვენიერი ხარ! დრონებია შენი თვალები, სატურნის რადიოსიხშირეებია ჩემი ფიქრები.

16. აჰა, მშვენიერი ხარ, მეტრფევ ჩემო, და სანატრელი! ბალახია ჩვენი სარეცელი მაშრუმებს რომ შევჭამთ.

17. სახურავი ჩვენი სახლისა სავსეა ანტენებით, ჭერი - ბეტონის, თეთრად შეღებილი და ნეონებით მორთული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^