„სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა, რა. დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში", - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ფაროსანასთან ბრძოლის თაობაზე გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანოშვილის განცხადებას, რომ გლეხს უნდა ვასწავლოთ, როგორ ებრძოლოს მავნებელს.
პარლამენტში გარემოსა და სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომა იმართება, რომელზეც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე მსჯელობენ.