Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მირზა სუბელიანი: მე დასაცავი არაფერი მაქვს - ინტერვიუ „პირველ არხთან“

03 ივნისი 2018

მირზა სუბელიანმა, რომელსაც ზაზა სარალიძე მტკიცებულებების გაყალბებასა და საქმეზე გავლენის მოხდენაში ადანაშაულებს, საზოგადოებრივ მაუწყებელს სატელევიზიო ინტერვიუ მისცა.

"აქ ვარ, საქართველოში, არსად არ გავსულვარ, არც ოჯახი გამიყვანია. მზად ვარ თანამშრომლობისთვის, გუშინაც გამოკითხვაზე ვიმყოფებოდი შინაგან საქმეთა სამინისტროში, შესაბამის დეტალებს ვერ გავახმაურებ, მაგრამ მიდის გამოძიება". - უთხრა ჟურნალისტს სუბელიანმა. 

"რაც შეეხება იმ კითხვებს, რაც ისმის ჩემ მიმართ, მზად ვარ ვუპასუხო აბსოლუტურად ყველას. საპარლამენტო გამოძიების ფორმატში იქნება ეს, საგამოძიოში თუ სხვა ფორმატში - ამბობს პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი.

რაც შეეხება ზაზა სარალიძის მიერ  მტკიცებულებების გაყალბებასა და ზეწოლაში დადანაშაულებას - სუბელიანი ამბობს: "ამ შეკითხვაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს, ეს გამოძიების პრეროგატივაა. თუ იქნება კითხვები ჩემს მიმართ, მე მზად ვარ პასუხი გავცე. მე ვერ შევალ საქმის განხილვაში, ვერც ვერავის დავადანაშაულებ და ვერც ჩემი საკუთარი თავის დაცვას  დავიწყებ. მე დასაცავი არაფერი მაქვს".

მისი თქმით: "არანაირ კადრებზე, არანაირ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე მასთან საუბარი არ ყოფილა. "ფიზიკურად ეს ვერ იქნებოდა, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი რომ არ დადასტურდა, ეს არის დაწერილი ჩემს მიერ და შესაბამისად ფაქტი რომ მერაბიშვილის საქმიდან გაყვანა მომხდარა, ასეთი რამ არ მომხდარა".

ჟურნალისტის შენიშვნაზე,  რომ ის ნათესავების ოჯახთან იმყოფებოდა მკვლელობის დღეს, სუბელიანი ამბობს, რომ "ეს სისხლის სამართლის საქმის მასალებს ერთვის, შესაბამისად, ამ მიმართულებით არის შეკითხვები და შესაბამისად ამ კითხვებს მე გავცემ ამომწურავ პასუხს. მე ვიმყოფებოდი, ვადასტურებ, მივედი ჩემ შვილთან, წამოვიყვანე და გამოვაცხადე სამართალდამცავ ორგანოებში.

პირველი მოხდა ჩემი შვილის დაკითხვა. რაც შეეხება მტკიცებულებების განადგურების ფაქტებს, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩემი ქვისლი დაპატიმრებულია, ორი ბავშვი პასუხისგებაშია მიცემული, და ეს არის ჩემი კომენტარი, დანარჩენი გამოძიების დეტალებშზე, მოარულ ჭორებზე, რაც ვრცელდება, როგორც ვრცელდება, მე პასუხს ვერ გაგცემთ" - თქვა სუბელიანმა. 

ვის რამდენი წელი მიესაჯა - ხორავას ქუჩის საქმეზე სასჯელის ზომები გამოცხადდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^